სასწრაფოდ: შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი დააპატიმრონ!
შესაძლოა მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილის ციხეში ვიხილოთ. წყაროს ცნობით, ” მავნებელმა და ცხრა გზის აგენტმა” ზურაბიშვილმა ფულის გათეთრება დაიწყო.
„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, ზურაბიშვილმა ევროპაში გამართული შეხვედრებიდან მიღებული დაპირების განხორციელება – საქართველოში არეულობის მოსაწყობად მილიონიანი დაფინანსების მიიღების შესახებ განცხორციელება უკვე დაიწყო.
ფაქტია, დღეს მისი გააქტიურებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია.
რადგან, მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის თანხის ქვეყანაში უკანონო შემოდინებას, ექსპრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად – ე.წ. დიპლომატებთან შეთანხმებით ფულის შემოტანა დიპლომატიური გზებით განახორციელეს, რაზეც სრულყოფილად ინფორმირებულია და მუშაობს შესაბამისი უწყებაც.
„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, ბოლო პერიოდში ფინანსების ნაწილის შემოტანა ზურაბიშვილმა ამ გზებით არა ერთხელ უკვე წარმატებით მოახერხა.
გამოძიების დასასრულს, შესაძლოა მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ციხეში მესამეს გვერდით ვიხილოთ, იტყობინება „თბილისი 24’ -ის კარგად ინფორმირებული წყარო.
