22 ივნისი 2026

„მსოფლიოს წინააღმდეგ მარტო დარჩენილი გმირი“, ანუ ახალი ეპიზოდი მიხეილ სააკაშვილის დიდ სერიალში

თბილისი დიდი ქალაქი ხომ არა, ერთი დიდი სოფელია, აქ ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. აქ კედლებსაც კი აქვთ მეხსიერება და განსაკუთრებით კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ზოგიერთი ადამიანი საკუთარ თავს ისტორიის მთავარ გმირად წერდა, მაგრამ სცენარის ავტორი ბოლოს მკითხველი აღმოჩნდა.

მიხეილ, ახლა რომ გვიყვები, როგორ „გათრიეს“, როგორ „გაგწირეს“ და როგორ დაგიპირისპირდა მთელი მსოფლიო – ცოტა ძნელია არ გაგიჩნდეს კითხვა: სად იყო ეს მსოფლიო მაშინ, როცა შენ თვითონ დგამდი საკუთარ პოლიტიკურ სპექტაკლებს?

როგორც ჩანს, ახალი ეპოქის სუპერგმირის როლი დაიწერა: მთავარი პერსონაჟი ყველას ებრძვის – რუსეთს, ამერიკას, ოპოზიციას, ყოფილ მეგობრებს, ყოფილ თანაგუნდელებს და ბოლოს ალბათ საკუთარ ჩრდილსაც.

საოცარი ისტორიაა: თურმე წლების განმავლობაში ყველა შეთქმულებას აწყობდა მის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით, მთელი პლანეტა ერთ პატარა ქართველ ჰიტლერზე მუშაობდა – ბრიუსელში, ვაშინგტონში, მოსკოვში და ალბათ სადღაც კულისებში ნანულაც კი გეგმავდა სტრატეგიას.

ისტორიული მოვლენების შეფასებისას კი ტრაგიკომედია უკვე ფარსში გადადის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მძიმე თემებს ზოგიერთი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური ლეგენდის გასამყარებლად იყენებს.

2008 წლის ომი დღემდე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. ომი, რომელსაც მოჰყვა დაკარგული სიცოცხლეები, დევნილობა და ტერიტორიების კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. მაგრამ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, ისევ იწყებს ძველი თამაშს: „მე არა, სხვებმა“.

სცენარი მარტივია: თუ რაღაც კარგი მოხდა – ეს ჩემი დამსახურებაა. თუ ცუდი მოხდა – მსოფლიო შეთქმულებაა.

ერთ დროს ამბობდი, რომ სუპერგმირი ხარ, პუტინთან შებრძოლება შეგეძლო, დღეს კი სურათი გამოდის ისეთი, თითქოს მთელი სამყარო გაერთიანდა ერთი ადამიანის, ქაქისროლია ნაპრეზიდენტალის წინააღმდეგ. ასეთი მასშტაბის შეთქმულება ჰოლივუდსაც კი გაუჭირდებოდა დაეწერა.

განსაკუთრებული იუმორი კი მაშინ იწყება, როცა ადამიანი საკუთარ თავს ერთდროულად წარმოაჩენს როგორც ყველაზე “ძლიერ ლიდერს” და ყველაზე “დიდ მსხვერპლს”.

თუ მართლა ასეთი ძლიერი იყავი , მიხაილ რატომ იყო საჭირო ამდენი მტრის მოგონება?
თუ მართლა ყველა შენ გებრძოდა , რატომ იცვლებოდა გარემოცვა ასე ხშირად?
თუ მართლა ყველა შენს წინააღმდეგ მუშაობდა , გამოდის, მთელი მსოფლიო შენს პოლიტიკურ ბიოგრაფიას უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე საკუთარ პრობლემებს.

დღის ახალი ეპიზოდია: თურმე ყოფილი თანამოაზრეებიც კი სპეციალურად შექმნილან მხოლოდ ერთი მიზნისთვის, შენს წინააღმდეგ.

„ლელო“, „ახალი“ და სხვები, ყველა თურმე დიდი გეგმის ნაწილია. გამოდის, ქართულ პოლიტიკაში შემთხვევითი აღარავინ არსებობს, ყველა ფარული სცენარის პერსონაჟია.

ისტორიის სახელმძღვანელოებში ალბათ მართლაც უნდა დაემატოს ახალი თავი: „გლობალური შეთქმულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, როდესაც ყველა ბოროტი იყო, მთავარი გმირი კი ერთი დარჩა.“

ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სხვებს უწოდებდა აგენტებს, მტრებს და მოღალატეებს, დღეს იგივე იარლიყებით ამკობს მათ, ვინც მის გვერდით აღარ დგას.

როცა პოლიტიკოსი მუდმივად საუბრობს „დუღილზე“, „აფეთქებაზე“, „დასრულებაზე“ და „რევანშზე“, საზოგადოება კარგად კითხულობს ამ სიტყვების ქვეტექსტს და ვეჭვობ, რომ სსკ-ის ერთი გემრიელი მუხლიც ამისთვის აირტყა.

საბოლოოდ, პრობლემა ის კი არ არის, რომ „ყველა ებრძვის“.პრობლემა ის არის, რომ დრო გადის, ემოციები ცხრება და სულ უფრო მეტი ადამიანი იხსენებს არა ლეგენდას, არამედ რეალურ მოვლენებს.

ყველაზე რთული ბრძოლა ზოგჯერ არა მოწინააღმდეგეებთან, არამედ საკუთარ მიერ შექმნილ მითებთან ბრძოლაა და როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ოპონენტი საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს არა რომელიმე პარტია, არა რომელიმე ქვეყანა და არა რომელიმე ლიდერი, არამედ საკუთარი ისტორიის ვერსია.

შენიშვნა: სტატია დაწერილია სააკაშვილისავე პოლიტიკური ტერმინოლოგიის ირონიული ინტერპრეტაციით.

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია