ზაურ დანელია მარტვილიდან: მთავრობა მაქსიმალურად გვეხმარება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში
მარტვილში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ ფაზაშია. ამ თემაზე გვესაუბრა ქალაქის მკვიდრი ზაურ დანელია, რომელიც დეტალურად გვიამბობს მთავრობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობაზე, მოსახლეობის დამოკიდებულებაზე და იმ ჭორებზე, რომლებიც ზოგიერთს შიშს უნერგავს.
ბატონო ზაურ, როგორ აფასებთ ამჟამინდელ მდგომარეობას მარტვილში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით?
მარტვილში ფაროსანასთან ბრძოლაში მთავრობა მაქსიმალურად გვეხმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ამ საკითხს სერიოზულად უდგება და არ ტოვებს მოსახლეობას მარტო.
რა როლს ასრულებს სურსათის ეროვნული სააგენტო ამ პროცესში?
- შეიძლება ვთქვა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო 24 საათიანი რეჟიმით ებრძვის აზიურ ფაროსანას. მათი გუნდები მუშაობენ როგორც დღისით, ისე საღამოს და ღამით. შეწამვლა და დაკვამლიანება მიმდინარეობს დაგეგმილად და სისტემურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაროსანა სწრაფად მრავლდება და დროული რეაგირება გადამწყვეტია.
თუმცა ზოგიერთი მოსახლე ამ პროცესს ეწინააღმდეგება. რატომ ფიქრობთ, რომ ასე ხდება?
-ზოგი არაინფორმირებული მოსახლე შეწამვლასა და დაკვამლიანებას ეწინააღმდეგება. გონიათ, რომ ეს მათთვის საფრთხეა, რაც ტყუილია. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც არ იკვლევენ საკითხს და მხოლოდ შიშზე დაყრდნობით საუბრობენ. ისინი არ იციან, რომ გამოყენებული საშუალებები დამტკიცებულია და უსაფრთხოა, როცა ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენება.
რა ჭორები ვრცელდება ამასთან დაკავშირებით?
ავრცელებენ ჭორებს „სალიარით გვწამლავენო“. ეს ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება და ხალხი შეგნებულად შეყავთ შეცდომაში. ზოგი ამას იყენებს იმისთვის, რომ პანიკა გამოიწვიოს ან უბრალოდ ყურადღება მიიპყროს. სინამდვილეში კი არავინ წამლავს მოსახლეობას. პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხის ბაღები და მოსავალი დაცული იყოს.
როგორია მოსახლეობის უმეტესობის განწყობა ამ ბრძოლის მიმართ?
- მოსახლეობის უმეტესობა მადლიერი ვართ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამსახურის. ბევრი ადამიანი უკვე ხედავს შედეგს — ფაროსანის რაოდენობა შემცირდა, ბაღებში ნაკლები ზიანია. ისინი, ვინც რეალურად აკვირდებიან პროცესს, კარგად ესმით, რომ ეს საჭირო და სასარგებლო საქმეა. სამწუხაროდ, ზოგი უბრალოდ არ ინფორმირებულია და ამიტომაც აქვს შიში.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ეჭვობენ ან ეწინააღმდეგებიან შეწამვლას?
- ვურჩევდი, რომ ჯერ კარგად გაარკვიონ საკითხი, ესაუბრონ სპეციალისტებს და არ დაიჯერონ ყველა ჭორი, რასაც სოციალურ ქსელებში ან ეზოში უყვებიან. სახელმწიფო ამას არა იმიტომ აკეთებს, რომ ვინმეს ზიანი მიაყენოს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ბაღები და მოსავალი გადავარჩინოს. თუ ყველა ერთად დავეხმარებით ამ საქმეს, შედეგი უფრო სწრაფად მოვა.
