საქართველო აღარასოდეს გახდება პიროვნების კულტის ქვეყანა და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!
ჯერ კიდევ 2013 წლის 2 სექტემბერს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური აღორძინებისა და მშვიდობის განმტკიცების გზას ადგა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა ქართველ საზოგადოებას — ერი უნდა გათავისუფლებულიყო „მესიების“ მოლოდინისგან, ბელადომანიისგან და პიროვნების კულტისგან.
სწორედ ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია.
წლების განმავლობაში შიშით, დაპირისპირებითა და პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობით დაღლილი საზოგადოებისთვის ეს იყო სრულიად ახალი პოლიტიკური ფილოსოფია — სახელმწიფო უნდა აშენდეს არა ერთი ადამიანის, არამედ ინსტიტუტების ძალით.
რეალურად, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც საქართველოში ბელადების ეპოქას დაუდო ზღვარი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჩამოყალიბებული იყო ახალი პოლიტიკური სექტანტიზმი, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის მიმართ დამოკიდებულება ხშირად რელიგიურ თაყვანისცემას ემსგავსებოდა.
სწორედ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მას რამდენჯერმე მოუწია პოლიტიკაში დაბრუნება.
ამ გზაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უღალატეს მის ნდობას. ბევრი მათგანი მის პოლიტიკურ სივრცეს გარეთ საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო და საკუთარი პოლიტიკური წონა სწორედ მისი სახელის წყალობით შეიძინა. თუმცა საბოლოოდ მთავარი შედეგი მიღწეულია.
დღეს ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია ბელადის გარეშე. შესაძლებელია ქვეყნის განვითარება შიშის, რეპრესიების და ერთპიროვნული მმართველობის გარეშე.
საქართველო აღარასოდეს გახდება პიროვნების კულტის ქვეყანა და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!
და ახლა მთავარი კითხვა: რომელი კრიტერიუმებით აფასებენ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით?
თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და თავად დასავლური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების მონაცემებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველო არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებაში მსოფლიოს ლიდერ ან მოწინავე ქვეყნებს შორის იმყოფება.
ბიზნესის დაწყებისა და რეგისტრაციის სიმარტივე
მსოფლიო ბანკის Business Ready (B-READY) შეფასებით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად სახელდება ბიზნესის დაწყებისა და ადმინისტრირების სიმარტივის მიმართულებით.
ეს ნიშნავს:
- ბიზნესის რეგისტრაცია სწრაფია;
- ადმინისტრაციული პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი;
- საკუთრების რეგისტრაცია ეფექტიანად მუშაობს;
- სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია ელექტრონულად.
- ეკონომიკური თავისუფლება
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგებში მრავალი წელია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
ქვეყანა გამოირჩევა:
- დაბალი საგადასახადო ტვირთით;
- ღია ბაზრით;
- ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოთი;
- რეგულაციების შედარებითი სიმარტივით.
- ღვინის სამშობლო
საქართველო არა მხოლოდ სახელმწიფოა — ის ცივილიზაციაა.
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღიარებს ღვინის სამშობლოდ. დაახლოებით 8 000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის ისტორია მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურ მოვლენად მიიჩნევა.
საქართველო გამოირჩევა:
- ქვევრის ღვინის უძველესი კულტურით;
- ასობით ადგილობრივი ვაზის ჯიშით;
- უწყვეტი მეღვინეობის მრავალათასწლიანი ტრადიციით.
- კეთილდღეობის ზრდის ტემპი
2025 წლის შეფასებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დასახელდა კეთილდღეობის გაუმჯობესების მრავალწლიანი პროგრესის მიხედვით.
ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტები ხედავენ არა მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას, არამედ განვითარების დინამიკასაც.
ციფრული სახელმწიფო
საქართველო უკვე მრავალი წელია აღიარებულია როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების მქონე ქვეყანა.
უძრავი ქონების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის მომსახურება, ელექტრონული სერვისები და ადმინისტრაციული პროცედურები მოქალაქეებსა და ბიზნესს დროსა და რესურსებს უზოგავს.
უსაფრთხოება
საერთაშორისო ინდექსების მიხედვით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის სახელდება. უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლები, დანაშაულის შედარებით დაბალი დონე და მოქალაქეთა უსაფრთხოების მაღალი აღქმა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც ქვეყანას საერთაშორისო რეიტინგებში გამორჩეულ პოზიციებზე აყენებს.
ქუჩის დანაშაულის, ყაჩაღობისა და ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლები შედარებით დაბალია, ხოლო ღამით მარტო გადაადგილების უსაფრთხოების განცდა ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალია.
ტერორიზმის რისკი
ბოლო წლების საერთაშორისო შეფასებებით საქართველო ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყნად მიიჩნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს.
ეს ყოველივე სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკრული გუნდის დამსახურება.ერთგული ბიჭების : მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძის, დათო სონღულაშვილის, გეკა გელაძის, ერთგული ქალბატონების – მაკა ბოჭორიშვილის, მარიამ ქვრივიშვილის…
და ახლა, როგორც ჩემი სიმამრი ზაურ გიორგის ძე იტყვის ხოლმე, თქვე დალოცვილებო:
- თუ ქვეყანაში დაბალი გადასახადებია;
- თუ ღია ბაზარი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა;
- თუ ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია;
- თუ ადმინისტრაციული პროცედურები სწრაფია;
- თუ საკუთრების რეგისტრაცია ეფექტიანად მუშაობს;
- თუ სახელმწიფო სერვისები ციფრული და ხელმისაწვდომია;
- თუ ქვეყანა მსოფლიოს ლიდერებს შორისაა კეთილდღეობის ზრდის ტემპით;
- თუ უსაფრთხოების მაღალი და დანაშაულის დაბალი მაჩვენებლები აქვს;
- თუ ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხოა;
- თუ ტერორიზმის გავლენა პრაქტიკულად ნულოვანია;
მაშინ სრულიად ბუნებრივი კითხვა ჩნდება:რომელი ანალოგიური წარმატების მქონე ქვეყნები არსებობს დღეს მსოფლიოში და რატომ ისმის მუდმივად მხოლოდ ნეგატიური შეფასებები?
შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, შეიძლება იყოს დებატები, კრიტიკა და კამათი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია — საერთაშორისო რეიტინგებში დაფიქსირებული მიღწევები ვერ წაიშლება, ფაქტები ფაქტებად რჩება და როდესაც ქვეყანას შედეგებით აფასებ, სწორედ ეს შედეგები უნდა იყოს განხილვის მთავარი საგანი.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
