სააკაშვილი: მომატყუეს, კრიმინალების მწკრივში გამატარეს, ასფალტზე მათრიეს, მირტყეს და გონება დამაკარგვინეს…
საქართველოში ნეოფაშიზმის მამამთავარი, დედა გიულის სიამაყე, მსჯავრდებული მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, თავისი ჩვეული დრამატურგიით კვლავაც თეატრალურად აღწერს თავის „გმირობისა და წამების“ ეპოსს.
ნიკალაევიჩი დეტალურად გვიყვება ისტორიას იმ დღიდან, როცა ის ქვეყნის „გადასარჩენად“ არაჟანების მანქანით შემოპარული , ვიდრე დღევანდელ დღემდე პენიტენციურ „ჯურღმელში“ მის მიერ განვლილ „ტანჯვის გზას“, ისე “ვირტუოზულად” აღწერს, თითქოს მსოფლიოს ახალი „გოლგოთა“ აღმოაჩინა.
რა გასაკვირია , ” მრავალტანჯული პრეზიდენტი” კვლავაც იმეორებს თავის “დიდებულ სცენარს”: „ანეტა გეძახის-ო, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავხართ-ო“. გვიყვება გლდანის საპყრობილეში ე.წ. „სამკურნალო ბლოკში“ გადაყვანის “ეპიკურ ისტორიას”, სადაც, თითქოს კრიმინალების მწკრივში გაატარეს, ასფალტზე ათრიეს, ურტყეს და გონება დაუკარგეს.
ოჰ, რა “ენით აუღწერელი საშინელებაა”, თითქოს საქართველოს ციხეებში მისი პრეზიდენტობის ჟამს ყვავილების თაიგულებში ატარებდნენ პატიმრებს.
შემდეგ ყვება ოსკარზე წარსადგენ მონოლოგს რუსთავის საპყრობილეში “განცდილი საშინელებების შესახებ“:
- „სიცხე ამივიდა 41-ზე, დამეწყო ღებინება, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი, მთელ ტანზე გამომაყარა. დამეწყო მეხსიერების კატასტროფული ჩავარდნები“.
ოოო, რა ტრაგედია! თითქოს წარსულში, როცა ის ქვეყანას მართავდა, მეხსიერება რომ ჰქონოდა, ისტორია სხვანაირად წერილიყო.
დასავლელი პატრონების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ მონათლული დემონი საკუთარ “ფეისბუქ შედევრში” „ვივამედის“ ხელმძღვანელობას მუდმივ ტყუილსა და სიმპტომურ მკურნალობაში ადანაშაულებს — პლაზმის გადასხმითა და ტკივილგამაყუჩებლებით.
რა ბოროტი ხარ ნინო, არ დაუშვით, რომ მაშინვე, რომ თაღლითების მამამთავარს მთელი მსოფლიოსთვის გაეცხადებინა თავისი “გენიალური დიაგნოზი”.
შემდეგ კი კლასიკური სააკაშვილური სტილი: თითქოს საპყრობილეში “საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ” შეუშვეს ამერიკელი და ევროპელი ექიმები, რომლებმაც „უტყუარად დაადასტურეს მოწამვლა”.,რა თქმა უნდა, სწორედ მაშინ, როცა მათი გუნდი პროვოკაციის მოსაწყობად ცდილობდა ფარულად ციხიდან განავლის გატანას „ანალიზისთვის“.
კლასიკური პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია გენიალურად მოიფიქროს!
ქოსატყუილა მავრი აცხადებს, რომ მოწამვლამ მას დაუტოვა “ქრონიკული ნეიროპათია”, მეხსიერების პრობლემები და “სახსრების ანთება”.
რა საშინელებაა… თითქოს ეს პრობლემები მას ბავშვობიდან არ აწუხებდა და პრეზიდენტობისას მთელ ქვეყანას არ გადაუსხა ისტორიის შეცდომის სახით.
და ბოლოს, მამაძაღლი ბელადი თავის სექტას ამხნევებს და „სადისტების ჯგუფის“ დასრულებას მოუწოდებს.
თითქოს თავად არ არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველო წამების, ტყუილისა და პროპაგანდის გარიჟრაჟით შეავსო.
- „მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის“ — ამბობს თაღლითი და საკუთარ თავს კვლავაც მოწამედ წარმოგვიდგენს.
- სიმართლე კი მარტივია: საქართველოს სირცხვილი ნაპრეზიდენტალი კვლავაც თავის ძველ, დროში გაჭედილ როლს თამაშობს – მარადიული მსხვერპლი, მარადიული გმირი და მარადიული ტყუილის გენიოსი.
- და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ის კვლავაც იმედოვნებს, რომ ვიღაცას, გარდა საკუთარი სექტის, კიდევ სჯერა ამ ყველაფრის.
„ ქოცნების “ნულოვანმა თანამგრძნობებმა” ატრიალეს ჩემი სახელი ელენესთან დაკავშირებით. აი სააკაშვილი სიმულიანტობს, სიმულიანტობსო. მინდა შეგახსენოთ თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო პატიმრობის პირველივე დღეებიდან.
- დაპატიმრების შემდეგ გამოვაცხადე შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 50 დღე. შიმშილობის 44-ე დღეს მოტყუებით (მითხრეს რომ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადავყავდი) მიმიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ სასწრაფოდ მოწყობილ გლდანის ციხის “სამკურნალო ბლოკში,“ სადაც გამატარეს კრიმინალების მწკრივში, მათრიეს ასფალტზე, მირტყეს და გონება დამაკარგვინეს და იქვე მოვკვდებოდი სტრასბურგის სასამართლო რომ არ ჩარეულიყო და პარალელურად მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები არ გამართულიყო.
სწორედ ამ დროს ელენე ხოშტარიამ გამოაცხადა შიმშილობა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით და ძალიან დაიზარალა ჯანმრთელობა. ბოლოს, მას შემდეგ რაც გონება დავკარგე გლდანში, გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. საიდანაც ზუსტად ახალი წლის წინ, ისე რომ მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს ხელი არ ჰქონდა მოწერილი “ფორმა 100-ზე”, რაც ჩემს ადვოკატ ნ. გვარამიას წერილობით დაუდასტურა, დამტაცეს ხელი და მძიმე მდგომარეობაში გადამიყვანეს რუსთავის ციხეში. რუსთავში, ორი თვის შემდეგ, მდგომარეობა დამისტაბილურდა და რამდენიმე “სასამართლო” სხდომაზე გამოსვლა შევძელი.
ამასობაში დაიწყო უკრაინის ომი და როგორც ჩანს ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ ომის ხმაურის საფარქვეშ, ადვილად მოსაშორებელი ვიყავი, რის შემდეგაც რუსთავის ციხეში შეწყვიტეს ექიმების საღამოს მორიგეობა და აქედან რამდენიმე დღეში, საღამოს მკვეთრად ცუდად ვიგრძენი თავი.
- სიცხე ამივიდა 41-ზე, დამეწყო ღებინება, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი, მთელ ტანზე გამომაყარა. საიდანღაც მოყვანილი ექთნები სრულ პანიკაში ჩავარდნენ, მახსოვს ორივეს ხელები უკანკალებდა, ეს მდგომარეობა გაგრძელდა რამდენიმე დღე.
- შემდეგ დაიწყო წონის მკვეთრი კლება. საერთო ჯამში დავკარგე წონის თითქმის 40%, ვეღარ დავდიოდი, დამეწყო მეხსიერების კატასტროფული ჩავარდნები.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, იძულებული გახდნენ “ვივამედში” გადავეყვანეთ, მაგრამ ციხეშიც და “ვივამედშიც” კატეგორიულ უარს მეუბნებოდნენ მძიმე მეტალებზე ტესტის აღებაზე. არადა სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლაზე მიიტანა თავიდანვე ეჭვი ჩემმა მეგობარმა და ძალიან მაგარმა ექიმმა, ნიკა ყიფშიძემ.
“ვივამედის” ხელმძღვანელობა მუდმივად იტყუებოდა ჩემს მდგომარეობაზე, ამცირებდა საფრთხეებს, აწარმოებდნენ სიმპტომურ მკურნალობას მუდმივი პლაზმის გადასხმით და ტკივილგამაყუჩებელი წამლებით.
ბოლოს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ დაუშვეს ამერიკელი და ევროპელი ექიმები, რომელთაც უტყუარად დაადასტურეს ჩემი მოწამვლის ფაქტი.
- მე კი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსასვლელად 1,5 წელზე მეტი დამჭირდა, თუმცა მოწამვლამ დამიტოვა ქრონიკული ნეიროპათია, მეხსიერების პრობლემები, სახსრების ანთება.
მოკლედ მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის და ისევ დიქტატორის ტყუილები და პროპაგანდის სიბინძურე, ეს არის სადისტების ჯგუფი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიცდის სხვა ადამიანების წამებით და თუ არ დავასრულეთ ესენი, დიდ საშინელებებს ჩაიდენენ“, -წერს თაღლითი, საქართველოს სირცხვილი ნაპრეზიდენტალი მსჯავრდებული“.
