13 სექტემბერი 2024

რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და   რუსეთსა და საქართველოს,  რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უსწრაფესი აღდგენა უსურვა, ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა კვირას 76 წლის იუბილე აღნიშნა.

  • „ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ რთულ ჟამს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას,  გისურვებთ, თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.  გფარავდეთ უფალი თქვენ და  თქვენ სამწყსოს!“ – ნათქვამია წერილში.

პატრიარქი კირილი ( ერში ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევი) დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში, მღვდლის ოჯახში. 2009 წლის 27 იანვარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ  სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. იგი გახდა მოსკოვის მე-16  პატრიარქი.