სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა!
„რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა“- ასეთი შემზარავი სათაურით ავრცელებს სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას ვინმე ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით აშშ-რუსეთის კონფლიქტის ზონიდან.
- „ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს – ახალშობილი მოკლეს”, – წერსო სტარუხი.
“ინტერპრესნიუსის” რუბრიკაში ‘ჩვენ შესახებ” ვკითხულობთ: “ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.”ინტერპრესნიუსი” მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
თქვენ მართლა სტარუხებო, სად ხედავთ აქ დაბალანსებულ, ობიექტურ, მიუკერძოებულ ან ამომწურავ ინფორმაციას?
თუ, ყველაფერი პირიქითაა- დაუბალანსებელი, არაობიექტური, მიკერძოებული, არასრული!
სამწუხაროა, რომ სააგენტო “ინტერპრესნიუსი”, რომელიც რეალურად უპირობო ლიდერია ქართულ მედიასივრცეში, არცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
ხომ დაძაბეს საზოგადოება, ხომ შეასრულეს მისია? აკლდა და კიდევ ერთი ლაქა, ჩიქრი მოცხეს „პირსისხლიან რუსეთს“, თითქოს თავად ინტერპრესნიუსის მთავარი რედაქტორი უყურებდა რაკეტის გასროლის ტრაექტორიას ამერიკული ორბიტაშორისი სადგურიდან, იქნებ უკრაინელების პროვოკაცია იყო, თუ ჯერ არ ჩაუდენიათ პოლონეთში რაკეტის სროლით, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა? რატომ არაფერს წერს ინტერპრესნიუსი ტყვე რუსი სამხედროების დახვრეტის ფაქტების შესახებ?!
თუმცა, ეს არც პირველი და არც უკანასკნელია, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და მიდის!