საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი? ანუ, თხამ ვენახი შეჭამა! – თბილისი 24
20 მაისი 2024

რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი? ანუ, თხამ ვენახი შეჭამა!

საქართველოში რომ სწავლა-განათლებას,პროფესიონალიზმს, გამოცდილებას არანაირი ფასი არ აქვს,ამას ყველაზე კარგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი თვალის შევლებით მიხვდებით. არაა საჭირო
მთავრობასა თუ პარლამენტში შეყრილი, გოგაშვილის გასაუბრება გავლილი, ორკლასდამთავრებული, უწინგნური, ბევრი ეპითეტის მოყვანა შეიძლება, მინისტრების თუ  დეპუტატების ბიოგრაფიების კვლევა-ძიება.

ქვეყანაში, სადაც პედაგოგზე, მეცნიერზე მეტად, დასავლეთიდან თავსმოხვეულ  უსარგებლო სტრუქტურებს ორჯერ და  სამჯერ მეტი დაფინანსება გააჩნიათ, საუბარი ზედმეტია.
სსიპ − საქართველოს 167 წევრიანი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წლიური სრული დაფინანსება  4 მილიონ 434 ათას ლარს შეადგენს,საიდანაც მათ ანაზღაურებაზე მხოლოდ  2,02 მილიონი ლარი იხარჯება.

გადავხედოთ

  • უაზრო, უსაქმური, ნაცნობ-ახლობლებით შევსებულ “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“,სადაც 150 ადამიანი მუშაობს სრული დაფინსებაა 11 მილიონ 300 ათასი ლარი აქვს, საიდანაც
    მათი შრომის ანაზღაურებისთვის იხარჯება ნახევარზე მეტი, ანუ 6, 5 მილიონი!
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი46 წევრზე ხელფასების სახით 2,3 მილიონი,
  • სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 10 თანამშრომლისათვის 209 ათასი ლარი ,
  • სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 14 თანამშრომლის წლიური ანაღაურება შედგენს 481 ათას ლარს,
  • სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წლირუი ბიუჯეტი 5,3 მილიონი ლარია, სადანაც
    22 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისთვის იხარჯება მხოლოდ 646,8 ლარი,
  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები 800.000 ლარს შეადგენს
  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 85 ადამიანი მუშაობს, რომელთა შრომის ანზღაურებისთვის თითქმის 1,5 მილიონი იხარჯება,
  • სსიპ − საქართველოს 75 შტატიანი კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დაფინანსება 3,6 მილიონია, საიდანაც ხელფასებისთვის2,7 მილიონი ხმარდება,
  • ოდიოზური გაერთიანება- სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელის წლიური დაფინასებაა 82,1 მილიონი,საშტატო ერთეულის რაოდენობის მითითებასაც კი გაურბიან,
  • სახალხო დამცველის 123 კაციან ამალის დაფიანსება 8,8 მილიონია, საიდანაც ხელფასებზე 4 მილიონი მიდის, ადარდეთ, ლანძღეთ და აგინეთ ლომჯარია..
  • უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შემავალი ქვეყნის დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 3,550 ადამიანის უზრუნველყოფას წელიწადში 57,1 მილიონი ლარი ხმარდება,
  • ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდში ,სადაც 7 ადამიანი მუშაობს დაფინასებაა 278 ათასი ლარია,
  • სსიპ −225 კაციანი იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსებაა 8,1 მილიონი,შრომის ანაზღაურება 5,3 მილიონია,
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითქმის 7 ათას კაციანი შტატი აქვს, დაფინანსება ყოველწლირად სინათლის სიჩქარით იზრდება და წელს ის 400 მილიონს შეადგენდა, საიდანაც შრომის ანზღაურება 72,9 მილიონი იყო,
    ცნობისათვის, საქართველოს საზღვრს 3.657 ადამიანი იცავს, ორჯერ ნაკლები 159 მილიონიანი ბიუჯეტით,
  • საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვაზე თურმე, 28 კაცი ზრუნავს , რომელთა წლიური დაფინასება 1,2 მილიონია,
  • სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვაზე ეკონიმიკის სამინისტო ზრუნავს 11 მილიონითა და 501 კაციანი შტატით,
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობაზე 870 ადამიანი ზრუნავს, სულ რაღაც 20, 2 მილიონით ,
  • სოფლის მეურნეობის პროექტებს 366 ადამიანი მართავს 10,9 მილიონიანი ფონდით,
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებაზე 18 ადამიანი წუხს, 962 ათასიანი დაფინანსებით,
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნა და დამოწმებზე 2 შტატისთვის გამოყოფილია138 ათასი!
  • საგარეო პოლიტიკის ახორციელებს 779 ადამიანი, 175 მილიონიანი ბიუჯეტით, რომელტა ანაზღაურება 11,9 მილიონია,
  • შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამას ახორციელებს 167 ადამიანი, 48,9 მილიონით,
  • სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვაში ჩართულია არც მეტი, არც ნაკლები 437 ადამაინი,9, 7მილიონიანი ბიუჯეტით!
  • იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული მმართველობის განვითარებაში ჩაურთავთ 43 ადამიანი,3,7 მილიონიანი დაფინანსებით,
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სექტორის რეგულირება და მართვაში ჩაურთავს 29 ადამიანი,672 ათასიანი დაფინასებით,

-მეწარმეობის განვითარების ადმინისტრირებაში 50 ადამიანი, 3,4 მილიონი ბიუჯეტით,

-მეწარმეობის განვითარებაზე ზრუნავს  ცალკე 50 კაცი , 228 ათასიანით,
-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნავს 63 ადმიანი, 22,8 მილიონიანი ბიუჯეტით,(21,3 ხარჯია, მხოლოდ 1,7 მლნ. ხელფასი),
– ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს რეგულირება და ღონისძიებებს ახორციელებს 31 ადამიანი,1,1 მილიონიანი ბიუჯეტით,
– სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს ანვითარებს 70 ადამიანი, 1,1 მილიონიანი ბიუჯეტით,
-ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირებაზე ზრუნავს 45 ადამიანი, ,17 მილიონიანი ბიუჯეტით,
-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებას ხომ სჭირდება ერთი ორი შტატი? მთელი 230! 19,3 მილიონით,

  • საფინანსო სექტორში დასაქმებულებს კვალიფიკაციის ამაღლება ხომ სჭირდება? ამიტომ, ჩვენთვის მთელი 22 ადამიანი ზრუნავს მილიონიანი ბიუჯეტით,
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 46 ადამიანისგან შედგება 3,1 მლნ დაფიანსებით,
  • ახელმწიფო რწმუნებულის აპარატებში საშუალოდ, 25-30 ადამიანი მუშაობს მილიონიანი დაფინანსებით,
  • აქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 93 წევრს 6,8 მილიონის დაფინასება გააჩნია,
  • მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების მომზადება-გადამზადებაზე ზრუნავს 38 ადამიანი 2,3 მილიონით,
  • თითქმის ორ ათასსიანი საერთო სასმართლოებისათვის წელიწადში 100 მილიონამდე იხარჯება,
  •  225 კაციანი საქართველოს უზენაესი სასამართლო 14,3 მილიონით იკვებება,
  •  83 კაციანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 5,1 მილიონს კამრობს,
  •  უსაქმური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიოფს წელიწადში 13,8 მილიონი უჯდება,
  •  351 კაციანი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 18,4 მილიონი ღირს,
  • 227 კაციანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 19, 2 მილიონი ჯდება,
  • 13 კაციანი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენახვა 752 ათასი,
  • ფრანგი პენსიონერის ( საქართველოს პრეზიდენტის )ადმინისტრაციის 69 (?) აპარატს 8,7 მილიონი ხმარდება,
  • საქართველოს პარლამენტის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება ხომ სჭირდება? ჰოდა, მის 14 თანამშრომელი მილიონი ლარი ჯდება,
  • ჰერალდიკური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება 15 ადამიანი იღწვის ნახევარ მილიონიანი ბიუჯეტით,
  • საკანონმდებლო საქმიანობას ზოგადად 56,2 მილიონი ხმარდება, 708 თანამშრომლისთვის, ზოგადად საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებული ორგანიზაციებს 68 მილიონი;

მოკლედ, თუ რამე გამოგვრჩა, გადახედეთ თავი VI, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს.