ბორისმა გერმანია ჩაუშვა: უკეთესია უკრაინა დანებდეს!
რუსული სპეცოპერაციის დაწყებამდე გერმანიის ხელისუფლებამ ეკონომიკური თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტად უკრაინის სწრაფი დამარცხება მიიჩნია, განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა CNN-თან ინტერვიუში.
- „რაღაც ეტაპზე გერმანიის პოზიცია იყო, რომ თუ ეს მოხდება, ეს იქნებოდა კატასტროფა და უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინა დანებდეს“, – განაცხადა მან.
ჯონსონის თქმით, ბერლინმა ეს მიდგომა გაამართლა „ყველა სახის ეკონომიკური მიზეზით“.
ყოფილმა პრემიერმა დასძინა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ფაქტიურად ბოლო მომენტამდე უარყოფდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობას.