6 დეკემბერი 2024

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეძლო სისხლიანი რეჟიმის დასრულება

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ” რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენ ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენ ქვეყანას, ხალხს. საქველმოქმედო ფონის „ქართუს“ მიერ აღდგა ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძალიან ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, კონკრეტული პროექტები განხორციელდა. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
  • ამავდროულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის მესმის, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის, „ქართული ოცნების“ მიმართ; შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა კახა კალაძემ.