სიმართლეს ხანდახან “გირჩელი” იაგოც ლაპარაკობს!
ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნათ, ან მთავრობასთან ახლა კოალიციის შექმნას ვინ მაპატიებს? პარლამენტის დარბაზს გადაავლეთ თვალი და რამდენთან მოგინდებათ იქ სერიოზულად საუბარი? არასერიოზულია ჩემი კოლეგების უდიდეს ნაწილთან საქმეზე საუბარი.- ამის შესახებ „გირჩელმა“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა.
- “ბევრად უკეთესად იქნებოდა ყველას საქმე, ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის და ბატონი მამუკა ხაზარაძისთვის ღმერთს ცოტა მეტი პოლიტიკის ნიჭი რომ დაებერტყა და ამ ხალხთან არ დაეჭირათ საქმე და ნორმალურ ხალხთან დაეწყოთ ურთიერთობა.
ეს იყო „ლელოს“ მიზანი, უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი რომ ჰყოლოდათ პარლამენტში? ამიტომ იბრძოლა ამ ორმა სერიოზულმა კაცმა პოლიტიკაში მოსასვლელად? ამიტომ დახარჯეს ამდენი ფული? ამიტომ ჩაასხეს ანაკლიაში ის რაღაც, ამ არასერიოზულობისთვის?
ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის ერთმანეთთან საუბარი. მათ არ იციან, როცა შერიგდებიან, რა ქნან – მხოლოდ ჩხუბი იციან. მათ იციან ჩხუბი და როგორ აგინონ ერთმანეთს საკუთარი მედიაინფრასტრუქტურის მეშვეობით.
- ზოგადად, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გინება იცის, ჩხუბი იცის, „გაუმარჯოს“ყვირილი იცის, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი არ იცის. არასერიოზულია ჩემი კოლეგების უდიდეს ნაწილთან საქმეზე საუბარი. მათ ეს არ უნდათ და არც იციან საქმეზე საუბარი. ეს ხალხი იქ სხვა რამის გამოა მოხვედრილი.
- პარლამენტის დარბაზს გადაავლეთ თვალი და რამდენთან მოგინდებათ იქ სერიოზულად საუბარი?
ვისთანაც შეიძლება სერიოზულად საუბარი, იმას სხვა ტიპის ფაქტორები აკავებს – ბიზნესი აქვს და საქმე არ უნდა გაუფუჭდეს“, – განაცხადა იპოლიტე ხვიჩიამ.