15 თებერვალი 2025

ზელენსკი რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასურის გაზრდას ითხოვს

მაშინ, როდესაც  ევროპის შუაგულში ამერიკის წაქეზებით გაჩღებულ ძმათამკვლელ ომს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, აკრძალულია რუსეთთან ნებისმიერი სახის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა, ვაჭრობა, ევროპა დღემდე  ღებულობს ნავთობს და ბუნებრივ აირს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“აღიარებული რუსეთიდან, ნავთობის ტრანზიტზე კი   ხელს ზელენსკის ხელისუფლება ითბობს.

ზელენსკის არსებული ტრანზიტის საფასური აღარ აკმაყოფილებს და ევროპელებს აშანტაჟებს,თუ ტრანზიტის საფასური არ გაიზრდება ნავთობსადენს როგორც წესი „რუსული რაკეტა ააფეთქებს“.

«Транснефть»მა უკვე  შეტყობინება  მიიღო  «Укртранснафты»-სგან «Дружба» -ს  მილსადენის გავლით აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობის ტრანზიტის საფასურის გაზრდის შესახებ.

კიევი ამ გადაწყვეტილებას „უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით“ ამტკიცებდა, წერს Bloomberg.

«Транснефть»-მა განაცხადა, რომ სწავლობს შეტყობინებას და ამზადებს მიმართვას სამთავრობო უწყებებისთვის. ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფი ტონაზე 13,6 ევრო იქნება.

უკრაინის ნავთობსადენების ქსელის ოპერატორმა სს „უკრტრანსნაფტამ“ შეატყობინა რუსულ „ტრანსნეფტს“ 2023 წლის 1 იანვრიდან აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდის შესახებ.

„დიახ, ასეთი წერილი მივიღეთ, ახლა ვსწავლობთ. ჩვენ ვამზადებთ შესაბამის მიმართვას სამთავრობო უწყებებისადმი“, – აცხადებენ რუსეთის ნავთობკომპანიაში.