26 მაისი — ჩვენი ღირსების უკანასკნელი ციხესიმაგრე: ნუ ვაქცევთ მას მზაკვრობის მსხვერპლად!
9 აპრილის სისხლით ნაშენი თავისუფლება დღეს ახალი, კიდევ უფრო ვერაგული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ვუყურებდით, როგორ ბილწავდნენ გმირების მემორიალს უღირსი ცეკვით, როგორ ჰპარავდნენ ჩვენს შვილებს ახალი წლის სიხარულს პოლიტიკური შანტაჟით, როგორ არ გვაცალეს პატრიარქის გვერდით დგომა და გლოვა… დღეს კი მათმა მზაკვრობამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა — ისინი ჩვენს წმინდათწმინდა დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიადგნენ
დამოუკიდებლობა ვაჭრობის საგანი არ არის!
26 მაისი არ არის უბრალო დასვენების დღე. ეს არის ქართველი კაცის მრავალსაუკუნოვანი ოცნების, დაღვრილი სისხლისა და ნატანჯი სულის განსახიერება. როდესაც ამ დღის ხელყოფას ცდილობენ, ისინი არამხოლოდ კანონს, არამედ ერის ხერხემალს ესხმიან თავს.
ნუთუ შეიძლება, რომ „აკაცუკებმა“ და მათმა მოდგმამ, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპელი ბიუროკრატების თვალში ქულები დაიწერონ, საკუთარ სამშობლოს ეს უდიდესი ზეიმი წაართვან? ეს არ არის ევროპელობა — ეს საკუთარი ფესვების ღალატია, რაც საბოლოოდ სწორედ ბრიუსელის თვალში დაგვაკარგვინებს სახეს და დაგვანგრევს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს.
მოწოდება ხელისუფლებას: იმოქმედეთ ერისა და ისტორიის სახელით!
ბატონო ირაკლი, ბატონო ბიძინა, პატივცემულო ხელისუფლებავ!
თქვენს ხელთაა ბერკეტი, რომლითაც უნდა დაიცვათ ქართველი ხალხის ღირსება. გთხოვთ, ნუ მისცემთ ამ ადამიანებს მცირედი ნაპრალის უფლებასაც კი. არ დაუშვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო — დამოუკიდებლობის დღე — მათმა მზაკვრულმა გეგმებმა შებღალოს.
აღკვეთეთ ჩანასახშივე: ნუ დაელოდებით ბოროტი გენის გაღვივებას.
დაიცავით იმიჯი: აჩვენეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავის დამოუკიდებლობას არავის დაუთმობს.
დაუდექით ერს გვერდით: ხალხი დაიღალა საკუთარი სიწმინდეების შეურაცხყოფის ყურებით.
„საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი სუნთქვაა. ვინც ამ სუნთქვას გვიკეტავს, ის ერის მტერია. ნუ მისცემთ ბოროტებას გამარჯვების უფლებას!“
დაე, 26 მაისი დარჩეს იმედის, ერთიანობისა და ნამდვილი თავისუფლების დღედ, რომელსაც ვერავითარი მზაკვრული ზრახვა ვერ დაჩრდილავს.
პატივისცემით,
გოჩა ნაჭყებია
