დიმიტრი სამხარაძე:ისეთებიც იყვნენ, ნაცების შემოგზავნილები, აგენტურა და 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, ნამდვილებზე ნამდვილად რომ წარმოაჩენდნენ თავის თავს!
ჩემმა მეგობარმა, გაბი კამაევმა დადო ეს სურათი, მის გვერდზე. 2012 წელი, ქობულეთი, ნაცების სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს გათავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლის პერიოდია. ნამდვილად ვერ დავარქმევთ 2011-2012 წლების საარჩევნო კამპანიას, მშვიდობიანს!
ნაცები რომ იბრიშტებიან, მათი მეპატრონეების თაოსნობით, თითქოს სააკაშვილმა მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება, ფარსია! რომ არა ერისკაცი ბატონი ბიძინა, სისხლიც ბევრი დაიღვრებოდა, და არც სააკაშვილი დათმობდა რამეს. ნაცების სუფლიორებმა უცხოეთიდან, ვერ გაბედეს ბატონი ბიძინას წინააღმდეგ სისხლიანი დაპირისპირება!
სურვილიც და შესაძლებლობაც ბევრი ჰქონდათ, მაგრამ მთავარია ხალხის სიყვარული და ერისკაცის მიერ სწორად, თანმიმდევრობით დაგეგმილ სტრატეგიას ვერ დაუპირისპირდნენ!!! ბევრი რამე გამახსენა ამ ფოტომ! ნამდვილები, ქართული ოცნების ჯარისკაცები! ტერმინი “ნამდვილები” ბერას ეკუთვნის! მისი სიტყვებია “ნამდვილები აქ ვართ” და მაშინვე ავიტაცეთ ქართული ოცნების ჯარისკაცებმა. ნამდვილებად ითვლებოდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთგულად, უანგაროდ, პატიოსნად იბრძოდნენ ქართული ოცნების რიგებში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმის ერთგულები იყვნენ და ბოლომდე, უღალატოდ იდგებოდნენ ერისკაცთან ერთად, ჩვენი სამშობლოს დასაცავად! ბევრი მახსოვს და მყავს ნანახი, ნამდვილობას რომ აწვებოდა, მერე თანამდებობაზე ინიშნებოდა და ავიწყდებოდა, ვინ იყო, საიდან იყო და ვისი დამსახურებით! თავში ავარდნილიც ბევრი მინახავს, გამდიდრებული და მერე ერისკაცის წინააღმდეგ ღალატით შემობრუნებულიც!
ისეთებიც იყვნენ, ნაცების შემოგზავნილები, აგენტურა და 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, ნამდვილებზე ნამდვილად რომ წარმოაჩენდნენ თავის თავს! ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა თანამდებობა პრიორიტეტი, არც 2011 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ახალგაზრდულში გავწევრიანდი, ვინც კარგად მიცნობს იცის! არც ვიცოდი პოლიტიკაში თუ დავრჩებოდი, იყო ბრძოლა, გავიმარჯვეთ და ამით ჩემი მისია მოხდილი მეგონა სამშობლოს და ჩვენი ერის წინაშე, თუმცა ნამდვილების რიგებში ყოფნით ბოლომდე ვგრძნობდი ჩემს წილ პასუხისმგებლობას და გადავწყვიტე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩავრთულიყავი! შემდეგ უკვე აქტიურად ჩავერთე პარტიულ საქმიანობაში! შემდეგ, ნამდვილებისთვის საამაყო ჯარისკაცმა კახა კალაძემ პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილედ დამნიშნა! ცოტა ხანში, ქართული ოცნების ღირსეული ჯარისკაცის ირაკლი კობახიძის წარდგინებით რეგიონული სამსახურის უფროსად დავინიშნე! ჩემთვის, დიდი და გამორჩეულად საამაყო იყო, რეგიონულ მდივნად, ერისკაცის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წარდგინებით დანიშვნა და შემდეგ, პარტიის უმთავრესი ორგანოს, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არჩევა! ჩვენი პარტიის მთავარი სიძლიერე, ჩვენი ლიდერის მიერ, დასაწყისშივე დანერგილი ოჯახური სულისკვეთება იყო და არის!
ამ დიდი ოჯახის წევრობა, ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია! ჩემთვის, ყველაზე დიდი თანამდებობა პარტიაში, ქართული ოცნების ჯარისკაცობაა, ნამდვილების წევრობა, რომელიც მუდმივია, თუ მართალი, სუფთა და ერთგული კაცი ხარ! დიახ, მაშინაც და ახლაც, ნამდვილები აქ ვართ! ვართ იქ, სადაც ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და ჩვენი დიდი ოჯახი, ქართული ოცნება4️⃣1️⃣🇬🇪👊🏻
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი: დიმიტრი სამხარაძე
