4 მარტი 2026

ტრამპი: ოთხი კვირა შეიძლება გაგრძელდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები შეიძლება დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდეს.

  • ეს ყოველთვის ოთხკვირიანი პროცესი იყო. ჩვენ ველოდით, რომ ეს დაახლოებით ოთხი კვირა ან ნაკლები იქნებოდა. ის [ირანი] დიდი ქვეყანაა“, – განმარტა მან Daily Mail-თან ინტერვიუში.

ტრამპმა დაადასტურა სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა და მათ „დიდი ადამიანები“ უწოდა. მანვე ივარაუდა, რომ აშშ-ს შეიძლება კიდევ უფრო მეტი დანაკარგი ემუქრებოდეს:

  • სამწუხაროდ, ჩვენ ველით, რომ ეს მოხდება. ეს შეიძლება მუდმივად მოხდეს – ეს შეიძლება კიდევ ერთხელ მოხდეს“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და ხაზი გაუსვა, რომ „გაცილებით მეტი“ ირანელი ლიდერი დაიღუპა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ტრამპმა ასევე გამოაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის და იორდანიის ლიდერებთან.

ტრამპმა პირობა დადო, რომ მალე მიმართავს ერს და შეხვდება დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ “ირანში დემოკრატია დამყარდება” და ამას „ძალიან პოზიტიურ“ სცენარს უწოდებს.