4 მარტი 2026

ბაიბა ბრაჟე: ლატვია მკაცრად გმობს ირანის არაპროვოცირებულ თავდასხმებს

ლატვია მკაცრად გმობს ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე არაპროვოცირებულ თავდასხმებს – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ კვირას, 1 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი დიდი ხანია და განზრახ არღვევს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში ომის პირდაპირი მხარდაჭერით.

  • ირანმა რუსეთს 50 000-ზე მეტი Shahed-ის ტიპის დრონი გადასცა. ირანის იარაღმა და ტექნოლოგიებმა ათასობით უდანაშაულო უკრაინელი მოკლა. ისევე, როგორც რუსეთი უკრაინაში, ირანი ამჟამად ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს სპარსეთის ყურეში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
  • თწლეულების განმავლობაში ირანი მხარს უჭერდა, აიარაღებდა, აფინანსებდა და წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰამასი და ჰეზბოლა. ირანის რეჟიმი ღიად აგრძელებს უკანონო ბირთვულ პროგრამას, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს არაერთი დიპლომატიური მცდელობის მიუხედავად. ირანი აქტიურად თავს არიდებს სანქციებს“, – განაცხადა მინისტრმა.