დროა საქართველო პირდაპირ დიალოგს იწყებდეს რუსეთის ფედერაციასთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
მსგავსი განუკითხაობა მსოფლიო პოლიტკაში 1945 წლის შემდეგ არ ყოფილა. მსოფლიო თვითდანიშნული ჟანდარმის- ამერიკის შეერთებული შტატების შლეგ მეთაურს „დემოკრატიის დამყარების სახელით“- სადაც უნდა, როგორც უნდა და როდესაც უნდა დამოუკიდებელი ქვეყნის კანონიერად არჩეულ მეთაურს კლავს, უკეთეს შემთხვევაში – აპატიმრებს, ამ ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის, სხვადასხვა ენერგეტიკული რესურსების ხელში ჩასაგდებად „მტრულ ძალად” რაცხავს და ( არც თუ საერთაშორისო სამართლის ნორმების, საკუთარი კანონდებლობის საწინააღმდეგოდაც კი) ბომბავს რითაც, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვან ძირითად პრინციპებს , როგორებიცაა:
- სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს, რომელსაც დღეს ტუალეტის ქაღალდის ფასიც აღარ აქვს,
- ამ ნორმების თანახმად, მიუხედავად ქვეყნის ზომის, ეკონომიკური ძალის, მოსახლეობის რაოდენობისა თუ სხვა განსხვავებების , ყველა სახელმწიფოს იურიდიულად თანასწორად უნდა თვლიდეს, ის კი ღიად დასცინის, ამასხარავებს და აბუჩად იგდებს ამ ქვეყნებს, ერებს და მის ლიდერებს,
- თითქმის ყოველდღიურად არღვევს ძალის ან ძალის მუქარის აკრძალვის პრინციპს,
- ნაცვლად ძალის გამოყენების და მუქარისგან თავშეკავების, ღიად მოქმედებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მის „ახალ შტატებად“ განიხილვას, წინასწარ ადგენს დასამხობი ქვეყნების ლიდერების სიას,
- არღვევს საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპს,
- არღვევს და არ მოქმედებს სახელმწიფოთა შორის დავების გადაიჭრის მოლაპარაკების გზებით – შუამავლობით, მედიაციით, საარბიტრაჟო ან სასამართლო გზით ისე, რომ არ დაირღვეს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება,
- სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებები წარმოებს მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დროის მოგების მიზნით გასაწელად,
- დასავლეთის ხელისუფლებების ელჩების მიერ არ მოქმედებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი,
- ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემის პრინციპი მხოლოდ ფუჭე სიტყვებია,
- ირღვევა ხალხის უფლება- თავად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური სტატუსი და თავისუფლად განავითაროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება,
- ფაქტობრივად არ არსებობს სახელმწიფოთა თანამშრომლობის პრინციპი,
- არ სრულდება სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც სავალდებულოა და კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს,
„ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის“ ეგიდით ბომბავენ სკოლებს და საბავშვო ბაღებს და მათი დარღვევა არანაირად არ იწვევს რაიმე სახის საერთაშორისო პასუხისმგებლობას – სანქციებს, სასამართლო დავებს ან რეპუტაციული ზარალს და პირიქით ტაშით ესალმებიან მის ახლ- ახალ სიგიჟეს…
- რა უნდა ჰქნას საქართველომ ამ შემთხვვევაში: უნდა ელოდოს მის ჩრდილოეთით თუ სამხრეთით მოგუზგუზე ცეცხლის ალს როდის გადაედება,
ინფანტილურად იმედოვნოს, რომ „მსგავი არ მოხდება“ თუ , აქტიურად იმოქმედოს და მიმართოს უსაფრთხოების რეალურ ქოლგას, თავშესაფარს ?
- რა არის საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი, დაიცვას მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები, თუ კოჭი უგოროს რამოდენიმე ასეულ ტვინაღრეულ აკაცუკთა სექტას?
- რა უნდა ჰქნას ხელისუფლებამ , როცა იცის, რომ ქვეყნის უსამშობლოთა შიდა თუ გარე მტრულ ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, ერთი სული აქვთ, რომ როგორმე ჩაგრთონ ამ ომებში?
- ამ ძალებისგან ათასგვარი იარლიყის მიწებების შიშით, იყოს უმოქმედოდ, დაიმედებული თუ რეალუარად გადადგას ქვეყნის გადარჩენისათვის საჭირო ნაბიჯები?
რა ჩიჩხიტური, რა გარეჯი…რა შიდა პოლიტიკური ქიშპობა, “კომპარტიული ფეხის დადების” ილეთები, რით ვერ მოიშორეთ ამ კგბ-ს გამოვლილი, ნომრიანი აგენტების გავლენა ქართული პოლიტიკიდან? – ერის ფიზიკურად გადარჩენის დროა!
დროა, საქართველო გამოვიდეს „ მოახდინოს დეოკუპაცია“ , „ გაიყვანოს ჯარები და დაველაპარაკებით“ ილუზიიდან და პირდაპირ სამთავრობოთშორისო პოლიტიკურ დიალოგს იწყებდეს რუსეთის ფედერაციასთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ხოლო, იმ ძალებს ვინც ცდილობს ამ თემებით მანიპულირებას , მაღალფარდოვანი, ემოციური სიტყვების ბრახუნს, პოზირებს და დარბის „დუმი“ -ს ოთახებში, როგორც პოლიტიკურ ძალას ქართველი ერის არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია.
