14 თებერვალი 2026

ყბაჩა: ანზორს ვპირდები, რომ ჩაყოლებამდე თუ მოასწრო, გლუვი მას დაიჭერს

საქართველოს “სულით ამოხდის ” ჟინით დაუკმაყოფილებელ ყბაჩა გივია თარგამაძეს გამჩენი არ ასვენებს. ახალ “წინასწარმეტყველებას” აცხობს და თავად გამოაქვეს ” ბრძნული დასკვნები.”

” გვიან სპეციალურად ვდებ ხოლმე, სანამ დაიწურება ზედმეტი ვერსიები. ანზორ ჩუბინიძე ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავზე რომ იყო, ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაიჯერეთ, რომ მისი სახით მანდ იყო გლუვი. პირადად.

ანზორი არც ცდილა ოდესმე, რაიმე მსგავსში გარკვეულიყო. ის მხოლოდ მესინჯერია. ყოველთვის. მტკიცებულება, რომ ვისაც ელაპარაკება, ეგ კი არა, გლუვი ელაპარაკება. ასე რომ, მანდ ოფიციალურად ის ვიღაც გაუგებარი ვითომ საგარეო მინისტრის მოადგილე რომ იყო, ეგ მხოლოდ ოფიციალური პარტნიორობის ღიად დაფიქსირებისთვის. ერთგულების დასამტკიცებლად კი ანზორი ბრძანდებოდა, როგორც მუცელზე მხოხავი გლუვის ჰოლოგრამა. არაბებთან რომ ხოხავდა, ეგეთივე.

გლუვს ვპირდები, რომ აიათოლები სულ მალე მოჭამენ ჭირს. მასაც ჩაიყოლებენ. ანზორს ვპირდები, რომ ჩაყოლებამდე თუ მოასწრო, გლუვი მას დაიჭერს. გლუვს კიდევ ერთხელ ვეუბნები – ანზორს როგორც კი დაიჭერს, მანდვე მოთავდება. მაგრამ, ვპირდები, ჩაყოლებამდე თუ მოასწრო, მაინც დაიჭერს. აღდგომა და ხვალეო. არც ისე შორსაა წელს, ორი თვეა სულ.
ახლა კი, გლუვო, ღრმა სიზმრები. შენ გეცოდინება, ერთი საათია რაც 13 რიცხვი და პარასკევი ღამე დადგა👀😉”- წერს ყბამონგრეული გივია.