მათ ნამუსზე იყოს, ვინც მსგავს სივერაგეს ჩადიოდა და ღალატობდა ბატონ ბიძინას!
განსაკუთრებით ბეყე ლილუაშვილის ხელმძღვანელობის დროს სუს- ის მიზანი „ქართული ოცნების” ძველი მხარდამჭერებისათვის ე.წ. ბლოკის შეკვრის ტაქტიკა გახლდათ.
მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრა, მისი ერთგული ადამიანების ჩაგდება გახლდათ გაუსაძლის ცხოვრებისეულ პირობებში, დატოვება მათი სამსახურის, ცხოვრებისეული ფუნქციის, ელემენტარული შემოსავალის გარეშე…
თხზავდნენ, ავრცელებდნენ ათასგვარ ჭორებს, ცილს სწამდნენ, ლაფს ასხამდნენ თავისივე დაფინანსებული ე.წ. კრიტიკული არხებიდან.. სვამდნენ არაფორმალურ, ე.წ. შავი სიაში, რითაც მათივე ოდეერების ზედამხედველობით არ იღებდნენ არც ერთ სამსახურში, დაბლოკილები იყვნენ ნებისმიერ საჯარო სამსახურში.
მიზანი იყო ასეთი ადამიანების სოციალური, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მათი დააპირისპირება, ადამიანური ნდობის გაქრობა, ლანძღვა, გინება, “ქართული ოცნების” და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისათვის.
მათი ლოგიკა დაახლოებით ასეთი გახლდათ :
- “- ხედავთ, რა დაუნახავი, უმადურია თქვენი ბიძინა ?
- მისთვის წირავდით თავს?მას იცავთ დღემდე?
- აბა, თქვენნაირ ერთგულ ადამიანებს მიშა სააკაშვილი განა, ესე მოექცეოდა? “
ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს ბევრი, ბევრი ადამიანი. მიიყავანეს თვითმკვლელობის გზაზე “ბოღმიანი ეძახეს და გარიყეს “ინფო 9”- ის ბევრი თანამშრომელი საქმის პროფესიული მიდგომისთის, ერთგულებისათვის.
თუ, მხედველობის პრობლემებს ერჩოდა და ვერ ხედავდა, არ იცოდა , არ ესმოდა მსგავსი, განა 14 წლის მანძილზე ყელ- ყურის სპეციალისტ დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს? ეხლა რა მწერმა უკბინა? განა, ამ 14 წლის მანძილზე, მცხეთა – მთიანეთის რეგიონში დამლაგებელი ინიშნებოდა მისი ” დაბროს” გარეშე? რას ემსახურება, რისთვის დასაჭირდა დღეს, მსგავსი განცხადება? კუჭი მოერია თუ უბრალოდ კარგად გათვლილი PR-ია? თუ იქნებ მიხვდა, რომ ბუმერანგი უკვე ჰაერშია და პირდაპირ მისკენ მოდის?
მე ამ სუბიექტთან განსაკუთრებული პრეტენზია, მაქვს, იმიტომ რომ სწორედ მან, მცხეთის რაიონში ორგზის მერად დაანიშნინა გათახსირებული ნაცი !
ასეა თუ ისე, ვერც სუს-ი, ვერც რომელიმე უცხოური სადაზღვევო სამსახური, ვერც მსგავსი ვერაგული ხერხებმა, მეთოდებმა ვერ შეძლო და ვერც მაიძულეს ვემტრო, აუგად მოვიხსენიო ჩემი ქვეყნის ნეოფაშიზმისგან მხსნელი – ბიძინა ივანიშვილი.
ცხოვრება ბუმერანგია, როგორ ჩვენი შალვა იტყოდა-„კარმა,კარმა“.. ბევრმა, მათ შორის ლილუაშვილმა მიიღო საზღაური, რიგში კიდევ ბევრია…
მე კიდევ ვზივარ და ველოდები ყვითელი მდინარის პირას… მათ ნამუსზე იყოს, ვინც მსგავს სივერაგეს ჩადიოდა და ღალატობდა ბატონ ბიძინას.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
