4 თებერვალი 2026

მაკრონი-ტრამპს: არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს აზიარებს.

  • „მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს.

ემანუელ მაკრონი პირად შეტყობინებაში აშშ-ის პრეზიდენტს ხუთშაბათს, პარიზში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.

  • შემიძლია შეხვედრის ფარგლებში უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები მოვიწვიო. მოდი, აშშ-ში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, პარიზში ვისადილოთ“, – წერს მაკრონი.