4 თებერვალი 2026

ერთი საკითხია ბედნიერი ვასალი იყო, მაგრამ უბედურ მონად ყოფნა სრულიად სხვა რამეა

როგორც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტყოდა: “კარმა, კარმა”. ბელგიის პრემირ მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში “უბედურ მონას” შეადარა ევროპის მომავალი.

ერთი საკითხია ბედნიერი ვასალი იყო, მაგრამ უბედურ მონად ყოფნა სრულიად სხვა რამეა. ტრამპმა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ საკუთარი თავის პატივისცემისთვის არჩევანის გაკეთება გიწევს, ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა დავოსში განაცხადა.

  • „აქამდე, თეთრ სახლში ახალ პრეზიდენტთან დაშოშმინების პოლიტიკის გატარებას ვცდილობდით. ძალიან რბილად ვმოქმედებდით, მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებით, იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მისგან მხარდაჭერას მივიღებდით. მაგრამ, ახლა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ საკუთარი თავის პატივისცემისთვის არჩევანის გაკეთება გიწევს.
  • ერთი საკითხია ბედნიერი ვასალი იყო, მაგრამ უბედურ მონად ყოფნა სრულიად სხვა რამეა.
  • თუ ახლა უკან დაიხევ, მაშინ ღირსებას დაკარგავ და ეს დემოკრატიაში ყველაზე ძვირფას რამეს წარმოადგენს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ოთხშაბათს ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

  • „ამ შეხვედრას განსხვავებული ხასიათი ექნება, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. მას გზავნილი ექნება: თქვენ წითელ ხაზებს კვეთთ.
  • ჩვენ ან ერთად დავდგებით, ან დაყოფილები ვიქნებით, ეს კი 80-წლიანი ატლანტიზმის ეპოქის დასასრული იქნება.
  • როგორც გრამშიმ თქვა: „თუ ძველი კვდება და ახალი ჯერ არ დაბადებულა, შენ მონსტრების დროში ცხოვრობ“ და მასზეა დამოკიდებული, სურს თუ არა, რომ მონსტრი იყოს“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.