კარგად დაიმახსოვრეთ, ბიძინა ივანიშვილის ბოღმით გასიებულო სუბიექტებო!
„არაბიზაცია“ თუ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებია?
საქართველოში მუდამ რადიკალური აზროვნებაა, რადიკალური მოწოდებები, ქმედება, რადიკალური გაერთიანებები, პარტიებია… არანაირი ოქროს შუალედი, ან – პირველი უნდა იყო ანდა – არაფერი. მოკლედ ისტორიულად რადიკალიზმია “ცვეტი” ქვეყანაში .
- თუ, წითელი არ ხარ- კონტრევოლუციონერი ხარ,
- თუ, ზვიდისტი არ ხარ -იუდა ხარ,
- თუ, ნაცი არ ხარ – ქოცი ხარ და პირიქით…
დღეს კიდევ , თუ ე.წ. „არაბიზაციას“ არ ემხრობი – ყველაფერი ერთად ხარ, არანაირი სხვა ალტერნატიულის, შენი მოსაზრების ქონის უფლება: ან მათთან ხარ, ანდა მოღალატე ხარ, მტერი ხარ!
დღევანდელი აგორებული ვნებათაღლვა ე.წ. არაბიზაციის ეგიდით- ერთმნიშვნელოვნად წმინდა პოლიტიკურია , ხელოვნურია, რომელიც ეროვნულ გრძონებეზე თამაშს ისახავს მიზნად, და რომელიც მხოლოდ ნულ პროცენტიან პარტიებს თუ აძლევთ ხელთ, ისტორიის სანაგვეში გადაჩეხვიდან გადასარჩენად.
თუმც, ისინი იქ უკვე არიან და ვერანაირი ხელოვნური რეანიმაცია, ისტერიული წივილ-კივილი მათ ვერ უშველის, სანამ მსგავსი მდაბიო, მეშანური, ვაჭრუკანა ტექნოლოგიით ცდილობენ მმართველი პარტიისგან სახელისუფლო ბერკეტების გამოძალვას.
დიახ, ეს არის პირდაპირ სახელისუფო ბერკეტების გამოძალივის ერთ-ერთი ეტაპი, რადგან ისინი დარწმუნებული არიან რომ „ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებია.“
- შეიგნეთ და შეუშვით თქვენს მეფურ, აზნაურ თუ მოურავულ თავებში, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობის და შანტაჟის დრო წავიდა, ღრმად პატივცემულებო!
- ეს ისეთივე თითიდან გამოწოვილი პოლიტიკური თემაა , როგორც თავის დროს „საყდრისი“, რომელიც საერთოდ გადაავიწყდათ, აღარ ინგრევა , აღარ ქრება და გაქრა სვანეთში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაპროექტებული ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონ ჰესი…
- ეს ადამიანები სხვა ისტორიულ ეპოქაში რომ დაბადებულიყვნენ, ალბათ წარმატებით შეეწინააღმდეგებდნენ დავით აღმაშენებელს – 40.000 ყივჩაღის ჩამოსახლებისათვის…
არადა, პირველმა სწორედ დავითმა განჭვრიტა მოღლატე თავადების ბუნების არსი და პირველ რიგში მათი გამყიდველური ზრახვების დასაზღვევად გადაწყვიტა უცხოტომელების საქართველოში ჩამოსახლება.
ან და, სულ ახლა ვინ დაამარცხა ერეკლე მეორე, თუ არა მათმა სულიერად წინაპრებმა, რომელმაც 5.000 მებრძოლის შეკრება ვერ შეძლო მტრის დასახვედრად და დაკრძალვის დღეს ათჯერ დიდი ოდენობის „ვაჟკაცი“ აცილებდა უკანასკნელ გზაზე?!
დღეს ე.წ. „არაბიზაციის“ მესვეურებს, ანუ საზოგადოების რადიკალურ ფრთას, რაც არ უნდა უმტკიცო თეთრზე -თეთრი, მათთვის სიმართლე ისაა, რასაც ისინი ამტკიცებენ, არანაირი სხვა აზრი არ არსებობს.
რადიკალების ტაქტიკა, სენი სწორედ ესაა – ყველა მოწინააღმდეგის მოღალატედ და ათსგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტით შემკობა, ბულინგი , სიტყვიერი მუქარა , თვით ფიზიკური შეურაცხყოფის და თუ ღმერთმა არ ქნას ამის საშუალბა მიეცეთ – ლიკვიდაციის ჩათვლით.
და როგორ სასაცილოა, ისტორიული მტრების – არაბების გაწეული ინვესტიცია რომ გახდება კიდევ ერთი ლუსტრაცია ქვეყანაში!
კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი „ წინასწამეტყველება“, ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ბოღმით გასიებულო სუბიექტებო: მსგავსი მეშანური აზროვნებით (რაც გინდა ის დაარქვით, სახელი სულ ერთია !) ვერასდროს, ვერანიარ სახელისუფლო ბერკეტს ვერ დაიკავებთ , ვერ ეღირსებით საქართველოში!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
