გოჩა ნაჭყებია: მადლობა ბატონო ბიძინა, მადლობა ბატონო მამუკა, მადლობა ბატონო გეკა
უფალი იგავ -არაკებით ესაუბრებოდა ხალხს, რაც ჩემი აზრით, იმთავითვე მისაღები და სწორი ფორმაა. ქართველი სულხან -საბაც ამ ფორმით ცდილობდა სიმართლე მიეტანა ერამდე. არც უფალს და ჩვენს უდიდეს მეიგავ-არაკეს ვადრებ თავს, ღმერთმა დამიფაროს მკრეხელობისგან. მე ჩემებურად, ჩემსას ვიტყვი ქვეყანაში გაჩაღებულ კორუფციათან ბრძოლის შესახებ.
დავიწყებ მადლობით: მადლობა ბატონო ბიძინა, მადლობა ბატონი მამუკა, მადლობა ბატონო გეკა!
როცა, (სახელმწიფოს) ავტომანქანას,თუნდაც ავტობუსს, მეტად რთულ მეტეო და გეოგრაფილი რელიეფის პირობებში მძღოლი ( ქვეყნის პირველი პირი ) მართავს მწირი ხილვადობის, , ტალახიან, თოვლიან გზაზე, იქ, ავტომანქანის სისუფთავის დაცვაზე , სიჩქარესა და მგზართა კომფორტულ გადაადგილებაზე, ნაკლებად ფიქრობს.
მძღოლის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ერთადერთი მიზანია- ავტომანქანა(ავტობუსი) მშვიდობიანად , დაზიანების გარეშე გაიყვანოს გზის ამ რთული მონაკვეთიდან და ავტომანქანა (სახელმწიფო) არ გადაჩეხოს კლდეზე, თორემ, ყველა ერთიანად დაიღუპება – მგზავრიც, ( საზოგადოება) მძღოლიც,( ხელისუფლება) ავტომანქანაც ( სახელმწიფო) ..
რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჯიბგირი სარგებლობს სწორედ, ასეთი ვითარებით და ძარცვავს საზოგადოებას.
მძღოლს, როგორ საზოგადოების,მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირს, ამ შემთხვევაში მგზავრთა შორის მძარცველის გაუვნებლეყოფვის არც შესაბამისი დრო აქვს , როცა ზედემტი ჩოჩქოლი მდგრადობას დაუკარგავს ავტომანქანას და კატასტროფის ტოლფასია.
დაახლოებით ასეთი რთული სავალი გზა ერგო სამართავად 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს: დამოუკიდებლობის მიმიმუმამდე დასული ქვეყანა,
- სადაც, ამერიკის ელჩის თანხმობის გარეშე დამლაგებელი ვერ ინიშნებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში,
- სადაც, გარე ძალების ნებიმიერი ხუშტურის გამო ვიგინდარა ე.წ. არასამთავრობო სექტორი დაამხობდა ხელისუფლებას და ასეთ კლედზე გადაჩეხვას ვართ გადარჩენილი მინიმუმ ხუთჯერ!
- სადაც , ფაქტობრივად არავინ ეკითხებოდა საქართველოს ხელისუფლებას არაფერს და ის ფორმალობად ხელისუფლებად, მხოლოდ ქაღალდზე ითვლებოდა…
მაგრამ, მაინც 2022 წლამდე ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დასხლტოდა ამერიკულ მარწუხებს, რომელთაც ფაქტობრივად ნახევარი ევროპის ელიტა, ძაფებზე ჩამოკიდებულ თოჯინებად აქცია.
ასეთ ვითარებაში, ადამიანებმა, ვინც მძღოლს , უშუალოდ ბიძინა ივანიშვიულს უსაფრთხოების, წესრიგის დამცველებად მიაჩნდა, სწორედ მათ იხელთეს დრო და მძღოლის მათდამი ნდობით დარწმუნებულმა, დაიწყეს მგზავრთა ძარცვა და სხვადასხვა შეუსაფერისი ქმედებები.
რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა ღალატი ?!
თუ, ვინმეს ეგონა, მართლა რომ 2012 წლიდან -დღემდე, მიუხედავად მისი ოფიციალურად, იძულებით თუ პოლიტიკური სველების გაკეთებული განცხადებების , ბიძინა ივანიშვილი ერთი წუთით მაინც მიაგდებდა ქვეყანას და მოწყდებდა ქვეყნის მართვას?!
როგორც ერთი სექტის მამათმთავარი იტყოდა: ნურასუკარავად და მიუხედავად გზის გაწელვის, მძიმე- მძიმედ, მაგარამ სამშვიდობოზე სანახევროდ გასვლის, დადგა მათი პაუხისგების დრო: ვინ, რა, სად, რამდენი, როგორ, რანაირად, ვისი დავალებით, ვისი მფარველობით , ვისთან გაყოფით და ა.შ. მ ო ქ ა ფ ა !
უწოდეთ გინდ „არაფორმალური მმართველი“ და გინდ ფორმალური, განა შეიძლებოდა, როგორც დავით სოკოლოვი იტყოდა – ამ პირდაპირი მნიშვნელობით ბანდის, ფარის, ყურადღების და მწყემსის გარეშე დატყოვება?!
ამას ჰქვია სწორედ ცხვრის ქურქში გადამცული მგლები!
აქაო და: არ გვიყურებს მწყემსი და დაიწყეს ფარის ჟლეტა.
ალბათ, ტყვეთა გაყიდვის ეპოქაში რომ შობილიყვნენ, მუსრს გაავლებდნენ ქართველს, გაზლუქებული მაზაკვალები!
თან, როგორი გამართლებას უძებნიან „გამპრავებლები“ : ბიუჯეტს ხომ არ მოუპარავს, უკანონო შემოსავალი აბა, რა მოსატანია-ო?
„უბრალოდ“, თურმე უბრალოდ დეკლარაციაში დავიწყებიათ შეტანა!
- ხიდზე, რომელის აშენების დროს მოპარული მილიონების გამო, დანგრევისას ღვთის წყალობით არის გადარჩენილი რამოდენიმე ათეული ჩვენი მოქალაქე, ვის კისერზე იქნებოდა მათი სიკვდილი?
- განა არ იცით , რამდენი ადამიანი მოიწამლა და დაიღუპა ფალისიფიცრებული ალკოჰოლური სასმელით , რომ ვიღაც ვიგინდარას ეპარპაშა „ევროპებში“?
- რამდენი ქართველი ბიჭი უნდა მოეკლა ნარკოტიკს, ბარიგას, რომ არა გეკა გელაძის გმირული , თავგანწირული მუშაობა , როცა მისი მოსვლის შემდეგ შსს-ს სათავეში ,მხოლოდ 2.000 -ზე მეტი წამლის გამსაღებელი იქნა დაკავებული , განა ვერ ხედავდა გაზლუქებული „გენერალ-პოლკოვნიკი“ ამ ვითარებას, ან იქნებ, თავად აფარებდა ხელს და შეკრული იყო ამ ორგანიზებულ დანაშაულთან, ჰა?
- რამდენ ტერორისტულ აქტს გადაარჩინა ქვეყანას უმოკლეს ვადაში მამუკა მდინარაძემ? ასეულობით ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, ტონობით ნაკოტიკული ნივთიარება იქნა ამოღებული.. ვერ დავიჯერებ ვერ ხედავდა ყოველივეს ყვერებფხანია ლილუაშვილი! თუ ვერ ხედავდა , მითუმტეს ბოთეს და ბლეყვეს ( მისი მეტსახელია, სხვათაშორის) ადგილი, სადაც უახლეს დროში უკრავენ თავს, იქ არის!
დამნაშავეთა გამართლებას , ასეთ თვითდარწმუნებას ჰქვია – იდიოტიზმი და არაა უბრალო რიგითი ადამიანი, ქართველი ხალხი, რომელიც მართლა წელებზე იდგამს ფეხს , რომ დღითი-დღე გაიტანოს თავი, იკვებოს, შვილებს ელემენტარულად ასწავლოს, ჩააცვას და დააფაროს, რომ ვიღაც ვიგინდარა , გაზლუქებულ ვიგანდარის სარდაფში მილიონები იხილოს!
ეს არის უმძიმესი დანაშაული და სახეში მიფურთხება, როგორც ერთ მათგანს უყვარდა თქმა „ ჩვენი მოსახლეობისთვის“ და მართლაც მადლობა ბატონო ბიძინა , მადლობა ბატონი გეკა, მადლობა ბატონო მამუკა, თქვენი თავგანწირვული, ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობისათვის, რომ ქვეყანა გაიწმინდოს ხორციელი და სულიერი უწმიდურთაგან!
