21 ოქტომბერი 2026

უსახური ექს.მინისტრი: გახარიას პასუხისგებაში მიცემა- ეს არის პირადული, ივანიშვილის წყენაზე აგებული ისტორია

გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ეს არის პირადული, შეიძლება იგივე „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის წყენაზე აგებული ისტორია, – უხელს საკუთარ შეგრძნებებს ეკონომიკის ყოფილი, უსახური მინისტრი გიორგი ქობულია ჟურნალისტებს, გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კითხვისას.

  • ” ჩემში ეს იწვევს შეგრძნებას, რომ ის დრო დგება, როდესაც ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამ დააბრალოს.
  • მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, მე გეუბნებით ჩემს შეგრძნებას, რომ ადამიანი, რომელმაც პარლამენტი დაიცვა თავის დროზე, 20 ივნისს, რომელიც გმირად იყო გამოცხადებული, დაწინაურდა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე და თურმე, დღეს 13 წლით ციხეში უნდა გაუშვან იმიტომ, რომ თვალი დათხარა ხალხს.
  • ფაქტია, 6 წლის განმავლობაში თურმე გმირი იყო, ახლა არ ყოფილა.
  • მეორე ბრალდებაში, ნუთუ დავიჯერებთ, რომ გახარია ადგა და საგუშაგოები ჩადგა იქ ყველას დაუკითხავად?! რთული დასაჯერებელია.
  • ეს ჩემში იწვევს იმის შეგრძნებას, რომ ეს არის პირადული, შეიძლება იგივე „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის წყენაზე აგებული ისტორია“,- განაცხადა უსახურმა ექს მინისტრმა.

ცნობისათვის, ვინმე გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გ. ბახტაძის პრემიერობის პერიოდში , 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე იყო.