სწორედ,პენიტენციური სისტემა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება განაპირობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ იმედის “ეთერში პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ სწორედ პენიტენციური სისტემა და იქ არსებული მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება განაპირობა
– „ პენიტენციური სისტემა არის სახელმწიფოში ადამიანის უფლებების ანარეკლი და ყველაზე კარგად გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას იდნივიდისადმი. თუ რაოდენ დაცულად უნდა იგრძონოს ინდივიდმა თავი.
“ქართული ოცნების“ მმართველობის დრო პენიტენციურ სისტემაში შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით – ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან, მივედით ღირსების უზენაესობამდე. მთავარი რაც მოხდა, ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გარდატეხა, როდესაც სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულებაა ადამიანის ღირსების დაცვა. ღირსება არის უფლებათა საფუძველი, მთავარი წყარო და თუკი ადამიანის ღირსებას რამე შეეხება, ჩავთვალოთ, რომ ადამიანი ხდება უკვე უუფლებო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წამება, როგორც სისტემური პრობლემა და არაადამიანური მოპყრობა პენიტენციური სისტემაში აღარ არსებობს და ბუნებრივია, ყველა ამ სიტყვაზე ვარ პასუხიმგებელი და როგორც მოგახსენეთ, ეს იყო ყველაზე დიდი გარდატეხა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და აქვე არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ის რომ სწორედ პენიტენციური სისტემა და იქ არსებული მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება განაპირობა და სწორედ ხალხი იყო, საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც ვერ აიტანა იქ არსებული მდგომარეობა , როდესაც იხილა სინამდვილე იქ რაც ხდებოდა და შემდგომში აიძულა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, რომ დაეტოვებინა ხელისუფლება და ქვეყანაში დაძვრულიყო ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკეთესობისკენ“- განაცხადა მინისტრმა.