“რადიო თავისუფლების” მანიპულაცია
“რადიო თავისუფლება” სტატიას აქვეყნებს მანიპულაციური სათაურით, რითაც ქმნის აღქმას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ინტერპელაციის პროცედურის დაცვაზე და კითხვებზე პასუხზე.
#სინამდვილეში, ინტერპელაცია გულისხმობს ადრესატისთვის წინასწარ გაგზავნილ კითხვებზე, წერილობით პასუხთან ერთად, ადრესატის მიერ იმავე კითხვებზე პლენარულ სხდომაზე პასუხის გაცემას. პრემიერმა, ინტერპელაციით დასმულ ყველა კითხვას, როგორც წერილობით, ისე ზეპირად უპასუხა.
“რადიო თავისუფლების” მიერ მანიპულაციურად ამოგლეჯილი ფრაზა კი ეხებოდა პრემიერის პასუხის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მათ გამოსვლებში ინტერპელაციის თემის მიღმა დასმულ კითხვებს, რომელზე პასუხსაც ინტერპელაციის პროცედურა არ ითვალისწინებს.
მეტიც, ინტერპელაციის პროცედურების გამოყენება, ინტერპელაციის თემატიკის მიღმა კითხვების დასასმელად თავად არის ინტერპელაციის პროცედურის დარღვევა.