11 სექტემბერი 2024

კუნძული ვრანგლერი აშშ-რუსეთის ახალი დავის საგანი ხდება

ამერიკელი ექსპერტების იდეები რუსული ვრანგელის კუნძულის დაბრუნების შესახებ ექსტრემისტულია და შედეგები მოყვება, აცხადებს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი კორჩუნოვი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი იდეების გაჩენა გასაკვირი არ არის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო გამწვავების გათვალისწინებით.

ამასთან, ნიკოლაი კორჩუნოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს კანონიერი უფლება, ფლობდეს ამ ტერიტორიას. ელჩმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები საკუთარი მიზნებისთვის წერს ისტორიას, თვითნებურად ახმოვანებს ისტორიულ ფაქტებს.

მანამდე ნიკოლაი კორჩუნოვმა განაცხადა, რომ ნატოს ქმედებებმა არქტიკაში შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო ხასიათის ინციდენტების პროვოცირება. მან აღნიშნა, რომ რუსეთის თანამშრომლობას რეგიონის არაარქტიკულ ქვეყნებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები თავიანთი ყოფნის გაზრდის საბაბად იყენებენ.