ანდრია ჯაღმაიძე: რუსეთუმეს გარდა ვარ ჩეხეთუმეც…
“დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა უკრაუნელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული🙂 და პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში.
ამ საკითხის უცოდინარ სლьяვაუკრაინათუმეებისთვის ჩამონათვალსაც დავდებ, თუ რომელი ეკლესიები იყენებენ ძველსლავურ ენას ღვთისმსახურებაში:
- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია — ოხრიდის არქიეპისკოპოსობა
- პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
- ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში)
ასე რომ რუსეთუმეს გარდა, სავარაუდოდ ვარ ბულგარეთუმე, მაკედონეთუმე, პელონეთუმე, ჩეხეთუმე, სლოვაკეთუმე და უკრაინეთუმეც კი.”
წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე
