ევროკავშირს ეშინია, რომ, რუსები მათში “უკანა კარიდან შეაღწევენ”
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ახალი წევრ ქეყნების მიღების დროს, ევროკავშირი მათი რუსეთის „ტროას ცხენის“ დასაზღვევად, „გამოსაცდელი ვადით“ გეგმავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალ წევრებს შეზღუდული უფლებები ექნებათ. ფაქტობრივად ეს მათი სუვერენიტეტის განულების ტოლფასია, ისინი მუდმივად იქნებიან დაბმული ევრო- კომისარიატის მიერ და იცეკვებენ მუდმივ მათ დაკრულზე. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, გამოსაცდელი პერიოდის დროს ახალ წევრებს ევროკავშირს დაატოვებინებენ, თუ ისინი ბლოკის ყველა პირობას არ დააკმაყოფილებენ.
კოსის განცხადებით, ევროკავშირში არსებობს შიში, რომ ახალმა ქვეყნებმა, შესაძლოა, რუსეთის „ტროას ცხენის“ როლი შეასრულონ.
- „ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ რუსები ევროკავშირში უკანა კარიდან ( რედ: ან ტანიდან ) შემოვლენ“, – ციტირებს The Financial Times-ი ევროკომისარს. როგორც კოსი აღნიშნავს, ბრიუსელში ეშინიათ, რომ მათ რიგებში გაიზრდება ისეთი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უნგრეთის მსგავსად იმოქმედებენ და ამრიგად ბრიუსელის რადიკალური პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლიან.
კოსმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ევროკომისია ახალ წესებზე მუშაობს, რომელიც უფლებას მისცემს მას „ევროკავშირის ახალი წევრების უფლებები შეაჩეროს, თუ ისინი კანონის უზენაესობის სტანდარტებს დაარღვევენ“.
ამასთან ერთად, კოსი უარყოფს ბრალდებებს, რომ ევროკავშირს ძველი და ახალი წევრებისთვის განსხვავებული უფლებების მქონე სისტემის შექმნა სურს.
