ტრამპი-ბაიდენზე: უშნო ადამიანია, კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს,მიყვარს მისი ფართხალის ყურება
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იყოს.
ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 6 იანვრის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებებსა და იურიდიული სიზუსტეებს იყო მოკლებული.
- „ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი და წარუმატებელი. უშნო ადამიანი როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მე ის მწარედ დავამარცხე და მიყვარს მისი ფართხალის ყურება“, – წერს ტრამპი.
ტრამპის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იყო CNN-ის ინტერვიუს ამონარიდები, რომელიც მიუთითებდა ტრამპის მონაწილეობაზე სავარაუდო შეთქმულებაში.
