8 ნოემბერი 2025

დაკავებულია- გაბუნია, რიგშია- ქარსელაძე

სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს,ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

  • „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სუსის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.
  • კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდა ასევე პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები კობა გაბუნიასთან, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე,“ – განაცხადეს ბრიფინგზე.

ცნობისათვის:

  • კობა გაბუნია შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო.
  • 2013–2014 წლებში შპს „ელიტა ბურჯის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა გრიგოლ ლილუაშვილი