8 ნოემბერი 2025

მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით, მე ხალხი მიყვარს!

მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, ( რედ: ალბათ, მეტად სისხლში ჩაეხშო საპროტესტო აქციები, მეტად გაეყალბებინა არჩევნები) როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი. მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით. მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს– წერენ სოციალურ ქსელში უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებულის, ნეოფაშისტის- მიხეილ სააკაშვილის სახელით.

„ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.
სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში.
მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.
ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.
მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო – მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით.
მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“, – წერენ მსჯავრებულ სააკაშვილის სახელით.