ნუგზარ ფოფხაძე: ეს მათხოვარი და ჭორიკანა მდედრი!
ეჰ, თ ა კ ო – ტ ა კ ო!!!
… ერთი კაი კაცია ორმოცის გასვლას ველოდებოდი. ვგრძნობდი, მორიელი უერთგულებდა გენეტიკას, რომ ამ უმყრალეს დედაკაცს არ სწამს არცერთი სიწმინდის, რომ კა-გე-ბე-შნიკის ნაშიერს სისხლის ყივილი არ მოასვენებდა…
ვერიდებოდი… მამუკას მდგომარეობას ვუწევდი ანგარიშს. წესიერებით სავსე კაცს თავისი გაჭირვება ეყოფოდა.
აწი კი აღარაფერი მაქვს მოსარიდებელი. ქ-ნი ირმა, ძველ დროშიც და ახლაც(!), შორს იდგა და დგას მამა-ქალიშვილის სიბინძურებიდან.
სიმართლე თუ უნდა ამბავს.
უწიგნურ, წერა-კითხვის ლამის არმცოდნე “პოლიტიკოსს”, ყველა პარტიიდან უარყოფილ სიცარიელეს, გავანათლებ …
ეს მათხოვარი და ჭორიკანა მდედრი ერთხელ სახლში მეწვია. გაუგია, რომ მთავაზობდნენ ჟურნალისტური პრემიის “ოქროს ფრთის” პატრონაჟს. არ იცოდა, რომ მადლიერებით და არგუმენტირებულად უარი მქონდა ნათქვამი ამ “ჯილდოს” დამფუძნებელი ქალბატონისთვის.
ჰოდა, ლამის მუხლდაჩოქილი მეხვეწა,, დამითმეო ეგ “თანამდებობა”, ფულს ჩავდებ, გავლენას გავიზარდი საზოგადოებრივ ასპარეზზეო… პირადად მე “ოქროს ზვინებს” მპირდებოდა…
ავუხსენი… ნაწყენი დამრჩა (ეგონა თავს ვარიდებდი) და…
ცოტა ხანში, სამწუხაროდ, ყოვლისშემძლე მამა დაჰკარგა. ეს ტრაგედია ერთ გაზეთში, ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ მამხილებელ(!) წერილს დაუკავშირა და ინიციატივა, აბს. უსაფუძვლოდ, დააბრალა გამოჩენილ პოეტს რეზო ამაშუკელს მან ღირსეული პასუხი გასცა გენეტიკურ ცილისმწაბელსა და ჭორიკანა ქალბატონს.
მე, უდანაშაულო ამაშუკელს შეძლებისდაგვარად გადავეფარე და…
გამიხსენეს “ცოდვები”, თურმე, მე “ჩავუშალე” ორჯერ(!) ცხონებულს მწერალთა კავშირის თავკაცობა…
შევარდნაძეს უნდოდა, პატიაშვილს მზე და მთვარე ამოსდიოდა და მე, ყოვლისშემძლე საშუალო რანგის “ჩინოსანმა”, 9 აპრილის რუსის ჯარის შემომყვანმა, ბრეჟნევის, პუტინის, პეტრე პირველის, იმპერატრიცა ეკატერინას, 1801 წლის “მანიფესტის” ავტორმა, არავის რომ არ ვეპუებოდი, ცარიელ-ტარიელზე დავტოვე ხალხის უსაყვარლესი შემოქმედი და ბატონ ზვიად გამსახურდიას უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი.
გეყურებათ?
ჰოდა, ამის შემდეგ უხამსობის ნიაღვარი ჩემკენ წამოვიდა.
ორი წელი ვითმინე, ო რ ი(!) წელი. არადა არ გაჩერდა ეს ყველა სიბინძურის მკადრებელი “წმინდანი”…
ბოლოს დავპირდი, რამდენჯერაც წამოაყრანტალებდა “სიბრძნეს”, იმდენჯერ მიიღებდა ჯერ ადეკვატურ პასუხს. დანაპირებს ვასრულებ და კვლავაც შევასრულებ.
ამჯერად, ტრადიციული, “ამყრალების” მიზეზი ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა, ჯანსუღ ჩარკვიანის არა მარტო უახლოესი მეგობრის შვილი, არამედ მისივე ნათლული(!).
ჩარკვიანების ბოღმა ახალი არ არის, ჯერ კიდევ, ბურჯანაძის პარლამენტის სპიკერობის წლებიდან მოდის. მაშინ პუტინის და რუსეთის თემა არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ბოღმა ბურჯანაძის კარიერული წინსვლის “უპატიებელი ცოდვის” გამო, როცა ქალბატონ ნინოს ფონზე ჩარკვიანის ქალი “არაფერს” წარმოადგენდა.
ახლა არ არის პოლიტიკური ანალიზის დრო და ადგილი. თუმც, რუსეთის თემაზე საუბრისას, მოკრეტინ-მოჩარკვიანო ტიპაჟს ვურჩევ მეტ დაკვირვებასა და სიფრთხილეს, რამეთუ რუსეთისა და მისი ხალხისადმი სიყვარულს და მარადიულ ერთგულებას, თუ ვინმე ქადაგებდა საჯაროდ(!), მიტინგებზე კი, ჯერ კიდევ ურთულეს 50-იან წლებიდან, ეს პოეტი და ფუნქციონერი ჯანსუღ ჩარკვიანი გახლდათ.
ვურჩევ ერთობ ‘წიგნიერ” TAKO-ს და მის ქმარს, დაკვირვებით ჩაიხედონ მამის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაში და თუ თავს ვინმე დაიბრმავებს, წავეხმარები თვალის ახელვაში.
ეს პაწია შესავალი ეგებ მკითხველს გამოადგეს იმის მინიშნებად, რომ ამ პასკვილში, ისევე როგორც სხვა დროს, რუსული თემა აქ არაფერ შუაშია. ის, უბრალოდ, პრაგმატულად მომგებიანია. დიახ, მომგებიანია პირადი შურისა და ანგარიშსწორების, საკუთარი არარაობის დასაფარად.
ახლა კი “დააგემოვნეთ” მორიგი მოკრეტინ-მოჩარკვიანო პასკვილი.
“Tako Charkviani:
“”””””””””‘””””””””””””””””””””
“ყურადღება! ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას , მის შავრაზმულ ღალატს საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ ზოგიერთი მეუბნებოდა “ვიცით რომ მოღალატეა ,მაგრამ ეგ უკვე გვამია პოლიტიკურიო” და მერე, ეს “პოლიტგვამი” ოპოზიციამ მაგიდასთან დაისვა ბოკერიას და მელიას ძალისხმევით “გაცოცხლების” მცდელობით .ახლა ხომ ხვდებით რატომაც? ვის რაში და რატომ სჭირდებოდა ოპოს მაგიდასთან პუტინის “პოლიტგვამი”?!
ხომ ზუსტ ინფორმაციას გაწვდით ხოლმე ჩემო მეგობრებო, ჰოდა ახლა გეუბნებით ,არ არსებობს “ეფესბეს პოლიტგვამი”, რაოდენ “გვამიც” არ უნდა იყოს პოლიტიკურად გახრწნილი, “ ასამყრალებლად” მუდამ იყენებს ყველას რუსეთი, მართალია შემცირებულია “პოლიტგვამების” კადრი მაგრამ სხვა რა დარჩათ?!
ახლა იქნებ გაახსენდეს ზოგიერთ “მაღალჩინოსანს” და ოლიგარქს ჩემი გაფრთხილება , (უეჭველად ახსოვთ) აბა ახლა როგორ ხართ ,ხომ გეუბნებოდით პუტინს თქვენს გარდა “სხვებიც” ჰყავს უკვე აპრობირებული ღალატით თქო,მხოლოდ თქვენ არ გენდობათ თქო, გითხარით თუ არა?!
ჰოდა, ახლა, ის დროა იფიქროთ ,ივანიშვილმაც და ივანიშვილის კარზეც, რადგან თქვენზე უფრო სანდო კადრიც მოიძებნება პუტინისთვის, დიდი ღალატისთვის რომ არის მზად მუდამ და წლებია, მაგალითად 1989 წელს 8 აპრილს რუსის ჯარის შემომყვანი ნ.ფოფხაძის “კადრი” .😂
ჯერ კიდევ როდის ვთქვი ხომ გახსოვთ ?!ამოჩემებული კი არ მყავდა ვინმე ,ან მათთვის კი არ ვარ მოცლილი კაცო😊🧐, ნაღდს ვამბობ,ნამდვილს,რადგან პუტინის კადრს ( ნარჩენიც და “გვამიც” რომ იყოს)უკიდურესად საშიშად მივიჩნევ ჩემი პატარა და გაწვალებული ქვეყნისთვის.
ალო? ე მანდ “ხელისუფლებაში”როგორ ხართ ,როგორ?!
არ ვიტყვი მე ისე არაფერს “პაივცემულებო”!
“ასეა ეს მუშნი”!!!!!
ესეც ასე!
შეხვედრამდე!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი;
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი: ნუგზარ ფოფხაძე
