17 ოქტომბერი 2025

რომ ყოფილიყო მსხვერპლი,სისხლი, გასროლა, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინე ჩიტაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა. ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ეს დღე, იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მოვლენები განვითარდებოდა უფრო დრამატულად იქნებოდა სისხლი, მსხვერპლი და გასროლა.

  • “მე მგონია, რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა. იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის.
  • ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ რეალური არჩევანი არ გვქონია.
  • ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანა ჩადგეს ისევ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში“,- განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.