4 თებერვალი 2026

აშშ რუსეთისგან წლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ურანს ყიდულობს

აშშ აგრძელებს რუსეთისგან ურანის შესყიდვას. მოსკოვი ამერიკისთვის  ატომური საწვავის სიდიდით მეორე მიმწოდებელია, რის ღირებულებამ  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი დოლარი შეადგინა, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის საერთაშორისო დისკუსიის კლუბის პლენარულ სხდომაზე.

  • „რუსეთი ამერიკის ბაზარზე ურანის სიდიდით მეორე მიმწოდებელია; ჩვენ დაახლოებით 25%-ს ვაწვდით. გასულ წელს ჩვენ დაახლოებით 800 მილიონი დოლარი გამოვიმუშავეთ. წელს კი  წლის პირველ ნახევარში, ჩვენ აშშ-ს 800 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ურანი გავყიდეთ და ვფიქრობ, რომ 2025 წლის ბოლომდე ეს მილიარდს გადააჭარბებს, სადღაც 1,200,000,000 დოლარს“, – განაცხადა რუსეთი სახელმწიფოს მეთაურმა.

აშშ-ში არაერთხელ გაისმა მოწოდებები რუსეთიდან ურანის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. გასულ წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკრძალა მოსკოვიდან „დაუსხივებელი, დაბალგამდიდრებული“ ურანის შესყიდვა, თუმცა გამდიდრებული საწვავის მიწოდება გრძელდება.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა აღნიშნა, მასზე უარის თქმა შეუძლებელია. აშშ-ს არ გააჩნია საკუთარი ბირთვული საწვავის წარმოების სიმძლავრე და ვერ შეძლებს მის სწრაფად შევსებას.

შტატებმა 2023 წელს რუსეთისგან რეკორდული 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ურანი შეიძინა.