12 დეკემბერი 2025

რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვებმა ისტორიული მაქსიმუმი – 713,301 მილიარდი $ შეადგინა

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 1 ოქტომბრის მონაცემებით რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვებმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 713,301 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის  1 სექტემბრისთვის ეს მაჩვენებელი 689,458 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბოლო თვის განმავლობაში რეზერვები 23,843 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც 3,46%-იან ზრდას უტოლდება.

„საერთაშორისო რეზერვები“ გულისხმობს ცენტრალური ბანკისა და მთავრობის მიერ მართულ ადვილად გასაყიდ უცხოურ აქტივებს. ისინი მოიცავს მონეტარულ ოქროს, სპეციალურ ნასესხობის უფლებებს (SDR), სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და უცხოური ვალუტის აქტივებს – ზოგადად რესურსებს, რომლებიც ფინანსური უსაფრთხოების ბადის ფუნქციას ასრულებენ.

ბოლო წლის განმავლობაში რეზერვების საერთო მოცულობა 1,8%-ით გაიზარდა. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ის 609.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ქვეყნის სავალუტო პოზიცია შესამჩნევად გაიზარდა და კიდევ უფრო გამყარდა.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს რუსეთისგან რეკორდული 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ურანი შეიძინა, 2024 წელს- 800 მილიონი აშშ დოლარის.