8 ნოემბერი 2025

ძალადობრივი აქციის დღეს ზურაბიშვილს “საპრეზიდენტო სიტყვა” მზად ჰქონდა!

“თბილისი 24”-მა ხელთ იგდო ძალადობრივი ბრბოს მიერ მ/წლის 4 ოქტომბერს  პრეზიდენტის სასახლის აღების შემდეგ ე.წ.  ლეგიტიმური პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის სიტყვის პირველადი  ვარიანტი.

გთავზობთ უცვლელად:

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  მიმართვა საზოგადოებას და დასავლელ ლიდერებს

4 ოქტომბერი,თბილისი.

მოგესალმებით, მივესალმები თავისუფლებისათვის  მებრძოლ ადამიანებს,ახალგაზრდებს, შუა ხნის ადამიანებს, მოხუცებს.

მივმართავ  ჩვენს  დასავლელ ლიდერებს, სტარტეგიულ პარტნიორებს.

დღეს, ქართველმა ხალხმა, ასობით და ასი ათასობით  მოქალაქემ დაიბრუნა ხელისუფლება.

ხალხმა კენჭი უყარა და საქართველოს ხელისუფლება დათხოვნილია.

უკვე ქართველი ხალხის ხელშია ეს პრეზიდენტის სასახლე და თქვენი მონამორჩილი.

გილოცავთ, პოლიციის და ძალოვნების დიდი ნაწილი  გადმოვიდა ხალხის მხარეს.

ეხლა ამ მომენტში მომიტანგეთა მიერ მიმდინარეობს პარლამენტის დაბრუნების  პროცესი.

მე , როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი  მოგმართავთ ეხლა, ქვეყნისთვის ტრაგიკულ მომენტში ჩვენს დასავლელ  მეგობრებს  დახმარებისთვის.

ეხლა თქვენი ყოველი სიტყვა, მხარდაჭერა  თავისუფლების მოყვარე ადმიანებისათვის , საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ივანიშვილის ხუნტა გადავიდა ძალისმიერ ქმედებებზე.

 ისინი პირდაპირ  ესვრიან  და კლავნ  თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს.

ამ მომენტისათვის ზუსტდება  პოლიციის ძალების მიერ რამოდენიმე ადამიანის  პირდაპირ მკვლელობის, გარდაცვალების  შესახებ.

მე, როგორც პრეზიდენტი, პრემიერ- მინისტრის ფუნქციას ვაკისრებ  ცნობილ მსოფლიო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს და ვთხოვ მას ჩამოაყალიბოს დროებითი მთავრობა, რომელიც უხელმძღვანელებს ქვეყანას  საპარლამენტო არჩვენების ჩატარებამდე.

აქ არიან კიდე გამოცდილი ლიდერები, პოლიტიკოსები.

მე უხლეს დღეებში საზოგადოებასთან,  ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის შედეგად დავნიშნავ და გაცნობებთ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

 შემოდის აღმაშფოთებელი ინფორმაცია, ჩვენი ცნობით მომდგარია რუსული არმია,  რუსი ბიძინა ივანიშვილის  დასახმარებლად.

არც გამოუვათ და არანაირად არ უნდა დავუშავთ ეს.

 როგორც  თქვენი მხედართმთავარი  გავცემ ბრძანებას  თავდაცვის ძალებმა  ყველანაირად უზურუნველყონ ამ ძალების შემოსვლის შეჩერება.

მე, ვიქნები აქა, პრეზიდენტის სასახლეში, თქვენთან ერთად  ვიქნები აქა და   პერიოდულად 2-3 საათში ერთხელ ვიქნები თქვენთან პირდაპრ კონტაქტში და მოგაწოდებთ ახალ-ახალ ინფორმაციებს.

ასევე თქვენ მოგმართავთ ბატონი პაატა და გეტყვით ახალი შინაგანი საქმეთა და ძალოვნების ახალი უფროსების შესახებ.

არ შეგეშინდეთ, ბრძოლა ბოლომდე”.