12 დეკემბერი 2025

სუს-მა დასავლური სპეცსამსახურების გეგმა აღკვეთა!

“თბილისი 24”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისში უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი რევოლუციის პირველ ლოკაციად პრეზიდენტის სასახლე ტყუილად როდი აურჩევიათ.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რევოლუციურ გეგმაში ევროკავშირის საელჩო აქტიურად იყო ჩართული.
პრეზიდენტის სასახლის აღების შემდეგ, მათ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს გამოაცხადება ჰქონდათ განზრახული . თავის მხრივ, “ლეგიტიმური პრეზიდენტი ” ზურაბიშვილი საჯაროდ მიმართავდა ევროპულ სახელმწიფოების ლიდერებს “საქართველოში მომხდარული ხავერდოვანი რევოლუციის” შესახებ, როცა ძალაუფლება ხელში აიღო ხალხმა, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო კი დარჩა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ხელში იღებდა “გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს”

  • ” მთავარია გაუძლოთ სამი საათი” – ასეთი იყო უცხოური სპეცსამსახურების დირექტივა საქართველოში მომხდარ “ხავერდოვან”, “სახალხო რევოლუციის” შესახებ, რასაც სასწრაფოდ გამოეხმაურებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ევროპელი ლიდერები. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ასევე გერმანიის ლიდერი. იქნებოდა მილოცვები ოკეანისგაღმიდანაც.
  • საქმე ქუჩიდან უნდა გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში“- ასეთი მთავარი მოთხოვნა იყო “მშვიდობიანი რევოლუციის” პროცესში.
    პარალელურ რეჟიმში აქციას მოყვებოდა სისხლი, როცა ყველა ისარი მიიმართებოდა “პოლიციის და მშვიდობიანი მომიტანგეებს შორის პოლიციის მიერ გადამეტებული , არაპროპორციული ძალის გამოყენების ბრალდებით”, რაც მოქმედ ხელისუფლებას გახდიდა “კრიმინალურს” და შეუძლებელს გახდიდა “ევროპელი ლიდერების მიერ მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის”.