მოაშორეთ ეს ფაშისტი სტუდენტებს!

პატივცემულო განათლების სამინისტროვ!
🤓
ეს ქალი უნდა მოიკვეთოს განათლების სისტემიდან. როგორც მისი ე.წ. ბიოგრაფიიდან გავიგე, წამოპლაკული გყავთ თსუ-ში ერთ-ერთი ფაკულტეტის პროფესორად.
ვაი, იმ სტუდენტებს, ვისაც ეს მოძღვრავს და რამეს ასწავლის!
🤓
მეტიც!
ეს ქალი მუდმივ სტუმრად ჰყავთ გამწესებული ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემებში და იმდენ სისულელეს ალაპარაკებენ – ყურო, ნუ გაიგონებ.
ადრეც დავწერე რამოდენიმეჯერ მის კრეტინობებზე, მაგრამ რათ გინდა? წერე და იკითხე, ტელევიზიებში მაინც გულზე ჰყავთ ატატებული, გეგონება ან მეტყველებით გამოირჩეოდეს, ან აზროვნებით, ან კიდევ ვიზუალით!
🤓
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”!
ამაზე მეტი მოაზროვნე ვერ ნახეთ საქართველოში? რატომ ანაგვიანებთ თქვენს, ანუ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ეთერს?
ამიხსენით, მოაზროვნე ხალხი დაილია ამ ქვეყანაში? ეგებ ცოტა მხედველობის არეალი გაიფართოვოთ და სხვაგანაც გაიხედ-გამაიხედოთ?!
🤓
ჩემო მშობლიურო უნივერსიტეტო!
შენ კიდე რა მოგივიდა, ვერც შენ ნახე ამაზე უკეთესი პროფესორი? შენც ეგრე გაგიღარიბდა თვალსაწიერი?
იცი, რამდენი ნიჭიერი დოქტორია მაგ კედლებს გარეთ დარჩენილი? ვითომ არ იცი, ხომ?
ჯაბა, ძმაო, თვალები გაახილე და სმენაც დაძაბე, იცოდე, ესენი ერთ დღეს შენც მოგადგებიან და სუ პანჩურირტყმით გამოგაგდებენ მაგ შენობიდან!
🤓
ჰოდა, აეგრე!
მოაშორეთ ეს ფაშისტი სტუდენტებს!
ჟურნალისტი: გელა ზედელაშვილი