17 მარტი 2026

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ პალესტინის ბედი “გადაწყვიტეს” და მას ტონი ბლერს აბარებენ

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის აბსურდულ “ყოვლისმომცველ გეგმას” აქვეყნებს. მსგავსი გეგმის, როგორც პრეცედენტი გამოყენება თავისუფლად შეუძლია ასევე რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ.

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ “გადაწყვიტეს”, რომ გეგმის მიხედვით, ღაზას “გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს”.

კომიტეტის შემადგენლობაში კვალიფიციური პალესტინელები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან, ხოლო მას ზედამხედველობას გაუწევს ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანო – „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი გაუძღვება, სხვა წევრებთან და სახელმწიფო მეთაურებთან ერთად, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან ერთად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება.

გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, და ეს ორივე ლიდერმა იციან რომ აღნიშნულ “გეგმას ” პალესტინა არასოდეს დათანხმდება, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება:

  • ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ,
  • ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები, შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“,
  • ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის,
  • მისი განვითარება მოხდება “ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
  • ისრაელის მიერ ამ შეთანხმების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა მძევალი, ცოცხალი და გარდაცვლილი, დაბრუნდება.
  • ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პატიმარს და 1700 ადამიანს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დააკავეს.

ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ, „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს დაყრიან ამნისტიას მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ, მიმღებ ქვეყნებში უსაფრთხოდ ჩასვლას შეძლებენ.

ასევე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზრდება.