თალიბებმა “ამორალური ქცევის თავიდან ასაცილებლად“ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშეს
საერთაშორისო ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგის სამსახურის, NetBlocks-ის ცნობით, ავღანეთში ინტერნეტი სრულად გაითიშა.
- „ავღანეთში ინტერნეტის სრულად გათიშვის პროცესი მიმდინარეობს , ამით თალიბანის* ხელისუფლება მორალის დაცვისკენ ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა სამსახურმა.
- პრობლემები აქვს ტელეფონურ მომსახურებასაც
ავღანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ისლამური საამიროების უზენაესმა ლიდერმა, ჰაიბატულა ახუნდზადამ, ზოგიერთ რეგიონში სადენიანი ინტერნეტის აკრძალვის ბრძანება გასცა „ამორალური ქცევის თავიდან ასაცილებლად“. ოფიციალური პირების თქმით, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუშალა სამთავრობო სერვისების ფუნქციონირებას.
