ტრამპი: არ მიკვირს, რომ გაერომ ვერ შეასრულა ის მიზანი, რისთვისაც ის შეიქმნა
დონალდ ტრამპმა „სამი საზარელი მოვლენის“ შესახებ გამოძიება მოითხოვა, რომელიც მას 23 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში დაატყდა თავს. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ესკალატორის გაუმართაობა, გაუმართავი ტელესუფლიორი და მისი გამოსვლის დროს ხმის არარსებობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული – მან ამას „გაეროს სამმაგი საბოტაჟი“ უწოდა.
- „მათ უნდა შერცხვეთ. მე ამ წერილს გენერალურ მდივანს ვუგზავნი და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოვითხოვ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ არ უკვირს, რომ გაერომ „ვერ შეასრულა ის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა“.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა ტექნიკური პრობლემით დაიწყო: ტელესუფლიორი მისი გამოსვლის დასაწყისში გაუმართაობის გამო თეთრი სახლის ლიდერი პასუხისმგებელ პირებს „დიდ პრობლემებს“ დაჰპირდა. ესკალატორის გაუმართაობას, ამერიკელი ლიდერის თქმით, შეეძლო პირველი ლედი მელანია ტრამპის დაცემა გამოეწვია, „თუ, ის კარგ ფორმაში არ იქნებოდა“.
