კალაძე: გავა დრო და ზელენსკის მოუწევს პასუხის გაცემა
საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა -კახა კალაძემ კითხვას, რომელიც უკრაინის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავა დრო და ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს პასუხის გაცემა.
- „საქართველოს დაანებოს ყველამ თავი! ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც უკრაინაში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით… რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გავაგრძელებთ“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
