დაფინანსებული ნიუსი: “ძლიერების“ ვიზიტი ბელგიაში
დღეს ძალიან „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე , ციხეში გაუტეხელი მამუკა ხაზარაძე და თბილისის მერობის გაერთიანებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, თბილისის უპატრონო ცხოველების პრობლემის გაცნობის შემდეგ ოფიციალურ ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ.
მ.ხ-ს და ი.კ-ს ( სრული ვინაობა უკვე ზემოთ ერთხელ ვახსენეთ) ბრიუსელში ჩაფრენისას ასაფრენ ტრაპთან შეხვდა საკუთარი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დათო თაზუნაშვილი, ( თუ პირიქით, არ აქვს მნიშვნელობა) რომელიც ევროპის ლაღ და თავისუფლ დედაქალაქში „ ძალიან მაღალი დონის შეხვედრების“ დასაგეგმად რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა.
პარტიის ინფორმაციის გავრცელების დეპარტამენტის ცნობით, ევროპის თავისუფალი ჰაერით გაჯერებულ დედაქალაქში ვახშმობის შემდეგ დაგეგმილია თბილისის მერობის კანდიდატის , რაღა „კანდიდატის“ , უფრო სწორედ ფაქტობრივად მერის ი. კ.-ს პირისპირ შეხვედრა და საუბარი ქალაქ ბრიუსელის ცენტრალური ნაწილის მერთან ფილიპ კლოზთან.
ვიზიტის მიზანია არც მეტი და არც ნაკლები, ხუმრობის გარეშე – „თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალების განხილვა, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება“ და ა.შ.
თაზუნაშვილი ( თუ პირიქით) აქტიურად მუშაობს „ ძალიან ძლიერების“ ბელგიის პრემიერ მინისტრ ბარტ დე ვივერმის და ბელგიის მეფის ფილიპეს შორის შეხვედრების საორგანიზაციოდ, სადაც საუბარი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იქნება.
