შვიდი ომი არ შეუწყვიტავს,მაგრამ ერთი მშვიდობა რომ შეინარჩუნა, ყველაზე უფრო მეტია
ერთი ძველი გამონათქვამი „რუჩკებს არ ენდოთ“ გსმენიათ ალბათ. ესეა, სწორედ ამ დუპლეტის საქმე. ვიზუალურმა არ მოატყუოთ ბატონებო. ივანე მაჭავარიანი შიდა მართვის ცენტრში პაატა პაპაზე მეტად ფუღურა ყოფილა. თავად ჰგონია, რომ საკუთარი ბოდვებით აშავებს და კომპრომენტს უგორებს ბიძინა ივანიშვილს.
- „ ბიძინას რაც აწყობს- ზუსტად იმას ამბობს როცა უნდა და შემდგომ ამას ალაგებს ისე, როგორც მას უნდა“ – ამერიკელების პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს საქართველოს უბადლო მხედართმთავარის ზაქიჭამია ( პირადობით -გიორგი) მარგველაშვილის პირველი ვეზირი ივანე მაჭავარიანი.
დიახ, დიახ ამ შემთხვევაში სწორად მეტყველებ ვეზირო, – ბიძინა ივანიშვილი რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და იმასვე აკეთებს კიდეც, თქვენგან განსხვავებით!
არ მომეწონა-ო ბიძინას მიერ ჩემდამი წაყენებულ პირობაში, რომ „საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს!
და შენ რომელი პოლიტიკური წონა გქონდა , რომ „ქართული ოცნების“ დაფუძნებლობას გთავაზობდა, 2007-2009წწ.სააკაშვილის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში?
დიახ, 2008 წლის ტოტალურად გაყალებული საპრეზიდნტო არჩევნებით თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა, საქართველოს სახელით დაიწყო ომი საქართველოს ტერიტრიაზე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
თუ, არ მიგაჩნიათ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები საქართველოს მოქალაქეებად? არ დადასტურდა ეს გაეროს რეზოლუციებით, თავად „ნაციონალური მოძრაობის „ წარმოამდგენლებმა საკუთარი ხელმოწერით, აშშ-ს ელჩების განცხადებით თუ ღიად არ ისაუბრა აშშ-ს სახელმიფო მდივანმა ?
წუხს ივანე, ბიძინამ მითხრა მეთქვა, რომ “აგვისტოს ომის პროვოცირებაში ამერიკელებსაც ჰქონდათ თავის გარკვეული როლი-ო“.
– გარკვეული არა, უდიდესი წვლილი!
განა, ტყუილი თქვა , ჯერ კიდევ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა , რომ „რუსეთთან დაპირისპირება არაფერს გვაძლევს-ო“?
როცა დავუპირისპირდით 2008 წელს რა დავიჭირეთ ან რას იმკის დღეს ანგლო-საქსების წაქეზებული უკრაინა, 1 მილიონზე მეტი დაღუპული ჯარისკაცის, ერის გენოფონდის განადგურების, 10 მილიონზე მეტი დევნილის, ეკონომიკის განადგურების გარდა?
და მართლაც რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, თავის შორსმიმამავლი ბინძური პოლიტიკური ზრახვების გარდა?
ცდები ვეზირო, კვირკაშვილი ამერიკელებმა ქვეყნის ასაყვავებლად კი არ „დაიახლოვეს“, ზუსტად რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ხავერდოვანი რევოლუციის მოსაწყობად, შემდგომ რომ ამ მიზნის შესასრულებლად იძულებუნი გახდნენ ქუჩის საპროტესტო აქციებში გადაეზარდათ.
ან, რა პროტი, რის პორტი? რომელიმე ჭკუათმყოფელს, ელემენტარული საერთაშორისო პოლიტიკის მცდონდეს სჯეროდა , რომ რუსეთი შავ ზღვაში აშშ-ს მე-6 ფლოტს საპარპაშოდ გადასცემდა? !
განა ვერ ხვდებოდით და ხვდებით, რომ ეს ღია, პირდაპირი პროვოკაციაა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ომის პარტიის დავალება ხომ შესასრულებელი გქონდათ?
ბიძინამ „შვიდი ომის დამამთავრებელის„ მსგავსად თავის ქება და ზედმეტი ბაქიბუქი არ იცის. ერთი მშვიდობა რომ შეინარჩუნა თავის, ფაქტობრივად დაღუპვისთვის განწირულ ქვეყანაში ისიც კამრა!
ისიც ვიცი , თქვენ ისეთი მოდგმის ხართ , რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩასართავად, პრემიერ ღარიბაშვილისთვის ფაქტობრივად წაყენებული ულტიმატუმის გასაჯაროებასაც არ ირწმუნებთ!
განა, ეს არ იყო საქართველოს გასანადგურებლად გამეტება, არ ნიშნავდა საქართველოს ფაქტობრივ დასასრულს ?!
ადრე მიკვირდა კიდეც მაოხრებელი გზირის სალომე ზურაბიშვილის და თავგასიებული უმი კაცის -გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება , მოღალატე კვირიკაშვილის, ბურატინო გახარიას და სხვათა გაპრემიერება. ბოლოსდაბოლოს, ტაივანის აგენტის თინა ხიდაშელისთვის ჯარის ნდობა და ა.შ. მაგრამ, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ თითქმის ყველა იძულებითი ქმედება და აშშ-ს მეფისნაცალის სასახლედან თავსმოხვეული კანდიდატურები იყო. მათთვის თანამდებობების ბოძებით მთელმა ქვეყანამ იხლა მათი რეალური სახე , ზრახვები, მიზნები .
- ბიძინამ „ომი არ გვინდას“ პრინციპით ჩაატარა მასტერკლასი დაშორდე დასავლეთს, აშშ-ს და რუსეთთან ის ურთიერთობები გქონდეს მხოლოდ გაქებდნენ და მზად არიან გვერდით დაგიდნენ თუ საჭირო იქნება“ – აცხადებს ზაქჭამიას ვეზირი .
ბიძინამ ბევრი მასტერკლასი ჩაგიტარათ. კიდეც ბევრს ელოდეთ. ნათქვამი ბოლო ფრაზის შიში გბოჭავთ და გამუხრუჭებთ ქვეყნის ასაოხრებლად .
დიახ, საქართველოს მეგობრები მზად არიან გვერდით დაუდგნენ საქართველოს,თუ საჭირო იქნება!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
