ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა დღეს საქართველოს, ქართული გენოფონდის ფიზიკურად შენარჩუნება!

რის იმედი აქვს ე.წ. ოპოზიციას, რეალურად დასავლეთის ქართველი და უფრო მეტად არაქართველი ეროვნების გავლენის აგენტებს საქართველოში და როგორ შეიძლება რომელიმე მათგანმა სათითაოდ ან ერთად ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება?
აქ არაა საუბარი, რომ ვინმეს 100 %-ით მოსწონდეს „ქართული ოცნებაში“ ჩამყაყებული მოლაპარაკე თავების, „კალოშებით“ მოსული და უცებ საკვირველად გამდიდრებული არაერთი მინისტრის, ოჯახური კლანებით, ნათესაობით , გვარებით ხელისუფლების შტოებში მოკალათებულის. გაუჩნდათ მცდარი გრძნობა, რომ მათ გარეშე ქვეყენა, ბიძინა ივანიშვილი დაიღუპებოდა. თუმც, იმედია მიხვდნენ, რომ არავინაა შეუცვლელი. არც არავის სჯერა, რომ მხოლოდ ერთ ვინმე მიქაუტაძეს დაუქცევია ქვეყანა. თბილისში ხომ ყველამ კარგად იცის – ვინ, სად,რა და რამდენი „მოქაფა“ ბიძინას სახელით?
მე ის უფრო მაინტერესებს, არ არის დრო, რომ მოხდეს მათი გაკულაკება?
ან, ხომ უნდა იფიქრო, რომ 12 წელი აგური -აგურზე არ დაგიდია კაცს პარლამენტში, უბრალოდ ადგილს ავსებ , ბიზნესებს „კრიშავ“ , ადგე და წახვიდე სახლში, არ გეყო? რა ნამუსით დგამ ულტიმატუმს, რომ „თუ შენ არ იქნები სიაში, ან შენი პროტეჟე , ამას იზამ- იმას იზამ?!
მტრობით და „ოპოზიციაში გადასვლით“ აშინებ ბიძინას? რამდენი გადახტა და რა მოიგო? უბრალოდ, ისაა, რომ მოწყალეა ბატონი ბიძინა და მის ადგილზე თუნდაც ხუხაშვილს ნაჩუქარ სახლს წავართმევდი და ქუჩაში დავაგდებდი!
- „იმედის“ ეთერში მორიგეობით მოსტუმრე ოცნების მოლაპარაკე თავებო, არ სჯობია, რომ პირდაპირ თქვათ, რომ „ქართული ოცნების“ კი არა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა დღეს საქართველოს , ქართული გენოფონდის ფიზიკურად შენარჩუნება და დღემდე მოტანა.
- თანამდებობიდან მოხსნისას ფორმალურად „ მადლობა ბატონ ბიძინას“ როგორი გულითაა ნათქვამი, კი გეტყობათ ხოლმე სიფათებზე.
ან ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი 2022 წელსვე შეატოპებდა სლავთა შორის ძმათამკვლელ, წაქეზებულ , უტოპიურ ომში , სადაც მხოლოდ ერთ თვეში საქართველოს არმიის რაოდენობაზე მეტი ოდენობის ჯარისკაცი ეწირება?
შეიგნეთ, რომ საქართველოში დიდ იმპერიათა , ძირითადად მთავრი მოთამაშეების რუსეთის და აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის ან მათი ურთიერთშეთანხმების გარეშე ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია!
არასდროს მოხდარა სხვაგვარად. ასე იყო 1991 წელს კანონიერი მთავრობის დამხობა, ე.წ. ვარდების რევოლუცია „ 2003 წელს. ვისაც მხოლოდ „ხალხის დამსახურება ჰგონია“ 2012 წელს ნეოფაშისტ სააკაშვილისთვის საჭის ჩამორთმევა ,მარტივად რომ ვთქვა- ღრმად ცდება. აშშ-ს ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო მრავალი გაცხადებული თუ ფარული უშედეგო გადატრიალების მცდელობა 2016-2024 წლებში…
ან თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ ჩვენი „უძლეველი სუსის“ ამარა გადარჩა ქვეყანა ურჩობის გამო დასჯას ამერიკულ შურისძიებას? დასჯას მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის არნახული მიღწევის გამო და მათი ინსტრუქციების გადახვევას, რომელიც ქვეყნის გამანადგურებელ ომში შესვლას ითავლისწინებდა!
ნულოვანი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, პროტესტანტებს თუ აჯანყებულებს დღეს, როცა რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია სააკაშვილის ქვეყნის სათავეში მოსვლის. სააკაშვილს რეალურად ჰქონდა 2003 და 2008 წლებში საკმაო შანსი პუტინის კეთილგანწყობის და მხარდაჭერის მოპოვების. თუმც, ამერიკელების წაქეზებით მოატყუა რუსეთის პრეზიდენტი და უღალატა. აკი, თავადვე აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ „პუტინთან ღამეები და ათობით საათები ჰქონდა გატარებული“? ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ამ დროს ზეგულწრფელი და გულახდილი იყო.
მაგრამ, სააკაშვილმა უღალატა და დაუჯერა ამერიკულ ომის პარტიას და დაზარალდა ამით მხოლოდ საქართველო და მეტი ტერიტორიები დაკარგა მისსავისვე აღდგენილ სამხრეთ ოსეთის ოლქში და ზემო აფხაზეთში.
კონფლიქტი ცხინვალში, რომ ამერიკული ავანტიურა იყო რუსეთის კბილების მოსასინჯად, საღად მოაზროვნე ადამიანი დღეს არ დავობს.
დღეს პრობლემა ნაცი კი არა, საღად მოაზროვნე ოპოზიციის არ ყოფნაა, ვისაც შეეძლება ენდონ პირველ რიგში ამა ქვეყნის უძლეველები. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ძალის შექმნის მცდლობაც კი კრახით არის განწირული.
ქვეყნის გადასარჩენად მოძრაობის ან პარტიის შესაქმნელად ფინანსური ხარკის გამოჩენილ გამწევ ადამიანს, ნაც-ქოცები საკუთარი პოლიტიზირებული ე.წ. ჟურნალ-ხლისტების ხელით ბინძური ხრიკებით ისე დაჯიჯგნიან, ისეთ იარლიყებს მიაწებებენ ორივე მხრიდან , რომ ძლიერი ფსიქიკის შემთხვევაში თავ-ბედს აწყევლებენ ადამიანს და სურვილს გაუქრობენ საერთოდ პოლიტიკაში შესვლის.
ასე, რომ ერთადერთი გზა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის თუ ჩანაცვლების, პირველი: იმპერიათა შორის სავაჭრო საგანად ქცევა ან დღევანდელი მოცემულობით რუსეთის ხელისუფლების , უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იქნება.
ამისთვის კი არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ შეცდომას უშვებს ქვეყნის მმართველობისას, რომ რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდეს საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გადაწყვეტილების მიღების და მითუმეტეს ნდობადაკარგული სააკაშვილით და შეურაცხადი ე.წ. ოპოზიციით ჩანაცვლების!
მთელი მასკარადი კი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება – აქციები, ხელისუფლების იძულება კანონის აღმასრულებელი ზომების გასატარებლად კანონურჩთა დაჭერები, ემოციების ნთხევა რუსთაველზე, ეს არის სრული პოლიტიკური ფარსი და საზოგადოების თავის განზრახ მოტყუება ან გარე დავალებების შესასრულებელი იძულებითი ქმედება.
საზოგადოების გაბაიბურებაა იმის დარწმუნებით , დაბეჯითებით თქმა,რომ „საქართველო 2023 წელს ევროკავშირის წევრი იქნება“ .
თქვენ, მართლა გჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი ამდენ სიცრუეს, ლაფის თავდასხმას, ეს დაგეშილი ევროპარლამენტარები მოიშლიან? 2030 წელს შეიცვლიან საკუთარ აზრს თუ დღევანდელი სწრაფად ცვალებადი სამყაროს პირობებში საერთოდ იქნება კი 2030 წელს ევროკავშირი ამ ფორმით?
ხომ შეიძლება, რომ ვინმეს გეყოთ გამბედაობა და თქვათ ბოლომდე სიმართლე,რის გეჩინიათ? რაც უბედურება , დასაშავებელი ჰქონდა ქვეყნის მტრებს ყველა რესურსი ამოწურეს, ერთი მუქარად ღიად განცხადებულის გარდა- გამოიწვიონ ხალხის მასობრივი უკმაყოფილება ვიზალიბერიზაციის გაუქმებით.
საკმაოდ უთხარეს „ქვეყნის ევროპულ მომავალს“ სამარე განსაკუთრებით ბალტიისპირელმა ევროპარლამენტარებმა თუ ქვეყნის შიდა, არამკითხე მოამბეებმა და საბედნიეროდ მათ პატრონებს ჰყოფნით ჭკუა მიხვდნენ, რომ ეს იქნება მათი კრახი , საბოლოო წერტილი გაბატონების კავკასიაში.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია