ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვის ფასს შთამომავლები სათანადოდ შეაფასებენ!

ბატონო გოჩა, საქართველოს უახლესი ისტორიის და ქვეყნის პირველი პირების თქვენეული შეფასება გაგვაცანით.
როგორია თქვენი აზრი 1989-1990 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით?
- უპირველესად, “მოპოვება” არასწორი ფორმულირებაა, უფრო სწორად საბჭოთა კავშირის მოღალატეობრივად ნგრევიდან გამომდინარე მიღებული შედეგი. ისევე ” მოვიპოვეთ” როგორც ყაზახეთმა და თურქმენეთმა, რომლებიც სიზმარში არ ფიქრობენ “დამოუკიდებლობაზე”.
კიდევ უფრო დაზუსტებით, სსრკ -ს ნგრევის შედეგად შემადგენელმა ერებმა , რესპუბლიკებმა შეამცირეს რა ეკონომიკური ხვავი, მეტნაკლებად გაზარდეს დამოკიდებულების ხარისხი .
ანუ ” დამოუკიდებლობის პროცენტული ხარისხის ზრდამ ” გამოიწვია პროცენტულად სიღატაკე, უმუშევრობა, ნგრევა, ეთნიკურ დაპირისპირება და ა. შ.
ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას სსრკ-ს დაშლაზე. დიახ, იმ ვითარებაში და იმ ფორმით ჩვენ მხოლოდ ჩვენ დავზარალდით. ე.წ. არაფორმალური მოძრაობის მიერ ფუჭად დაცლილი ენერგია, ღია კარების ნგრევა იყო.
ბევრმა არასწორმა პროცესებმა, დისიდენტური მოძრაობის შიდა დაპირისპირებამ, საქართველოს ე.წ. დამოუკიდებელი ხელისუფლების სათავეში სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფო მმართველების გამოცდილების არ მქონე პირების მოსვლამ ქვეყანა კატასტრამდე მიიყვანა .
არავის ვდებ ბრალს. ჩვენ, ქართველები მეტად მიამეტი აღმოვჩნდით და ზედმეტად ვენდეთ, ვუჯერებდით ” ამერიკის ხმის” ზღაპრებს.
-შეცდომა იყო საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირის მიერ 70 წლის მანძილზე დაგროვილი ავლა -დიდების, მთელი ფლოტის, შეიარაღებული ძალების და ა. შ. ქონებაზე უარის თქმა და ნულოვან დოკუმენტზე ხელის მოწერა. ნახეთ , ჰეიდარ ალიევმა ერთი ტანკი არ გაატანეს რუსებს და ისე გააცილეს ქვეყნიდან.
- შეცდომა იყო გადმობირების და ქვეყნის სამსახურში ჩაყენების ნაცვლად, 70 წლის მანძილზე ნაწრთობი , ხელისუფლების მმართველობის მცოდნე ძალების – კომუნისტური პარტიის აკრძალვა და პირდაპირი მნიშვნელობით სახლებში გაყრა.
თუ, რომელიმეს დანაშაული გააჩნდა ქვეყნის , ხალხის წინაშე, რატომ არ მოხდა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგება? - შეცდომა იყო სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება და გარე ძალებისთვის საბაბის მიცემა,
სნგ-ს შემადგენლობაში არ შესვლამ, საქართველოს კატეგორიულმა უარმა გამოიწვია გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, - არასწორმა პოლიტიკამ და შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ განაპირობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა და ა. შ.
მხოლოდ ეროვნული, პატრიოტული გრძნობებით სახელმწიფო არ იმართება. არავინ აკნინებს ზვიად გამსახურდიას პატრიოტიზს, 1988-1990 წლებში ეროვნულ გამოღვიძებას , თუმც ილუზია, რომ საქართველო იმპერიების გარეშე მარტივად შეძლებდა არსებობას- მცდარი და დამღუპველი აღმოჩნდა.
ქვეყნის მართვის, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის გამო მოხდა კიდეც შიდა მტრების მომრავლება და კანონიერი ხელისუფლების დამხობა, სახელმწიფო გადატრიალება
შევარდნაძეს ხუნტა იმავე რუსეთმა “დააორგანიზა” და მეორე იმპერიამ აშშ- მ , “გაუპრავა”,როგორც მის ხავერდოვან გადამტრიალებლებს, 2003 წელს. ფაქტობრივად, რაც დათესა , ის მოიმკო კიდეც.
გახსოვთ ალბათ, აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა დილით შევარდნაძეს მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, საღამოს სააკაშვილს .
- ედუარდ შევარდნაძის მმართველობას როგორ შეაფასებდით?
- დღევანდელი ამერიკული თავგასულობა, თავხედობა სწორედ შევარდნაძის ეპოქის დროდან იღებს სათავეს, როდესაც ამერიკის საელჩოს ნებართვის, ვიზირების გარეშე მინისტრი კი არა, დამლაგებელიც არ ინიშნებოდა სამინისტროებში ,არც ერთ დონეზე არ იღებოდა ქვეყნის არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
რუსეთის ხელისუფლების ელიტის , გენერალიტეტისგან განაწყენებული შევარდნაძის მიზანი (რომლებიც სასტიკად ვერ იტანდნენ ავღანეთის და გერმანიის გაერთიანების გამო) საქართველოს საბჭოთა სისტემისგან მაქსიმალურად დისტანცირება იყო.
შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ქვეყნას ერთი ბატონყმობიდან უარეს კლანჭებში აგდებდა,თუმც ამას პიროვნული შურისძიების ინტერესით აკეთებდა.
პირდაპირ ვადანაშაულებ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს აფხაზეთის კონფლიქტის ინსპირირებაში.
მათი მიზანი იყო საქართველოსთვის რუსეთის, როგორც მუდმივ მტრად ქცევა.
აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვა სათავისოდ ხელს აძლევდა რუსეთსაც.
მიუხედავად ამის, შევარდნაძის გადაწყვეტილება არ ყოფილა აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანა.შევარდნაძე არ წავიდოდა მსგავსი ხარისხის პროვოკაციებზე, რაც სააკაშვილმა იკადრა სამაჩაბლოში , რასაც შეეწირა კიდეც მისი კარიერა.
შევარდნაძემ კარგად იცოდა რა ძალისხმევით უხდებოდა მას, ამ მუდმივად გარე ძალებისგან პროვოცირებული რეგიონის აფსუების მუდმივი ექსტრემისტული ზრახვების დაშოშმანება.
იცით,თუ არა რომ მას პირობა ჰქონდა მიცემული რუსეთის პრეზიდენტისთვის 1993 წლის 1 სექტემბრამდე შესულიყო სნგ-ში , რითაც თავს აარიდებდა აფხაზეთის დაკარგვას?!
ამ პირობის და მოლაპარაკებების მონაწილე თუ საჭირო გახდა დღესაც დაადასტურებს ამ ფაქტს.
ამიტომაც ვამბობ, მიუხედაავად სამხედრო ხუნტის მიერ არეული ქვეყნის დალაგების , შევარდნაძეს შეეძლო ჰეიდარ ალიევის მსგავსად რუსეთთან გაწონასწორებული პოლიტიკის დამყარება, მაგალითად იძულების გარეშე შესულიყო სნგ-ში და თავს აერიდებინა გამოწვეული ბევრი მავნებელი შედეგი და ა. შ.
- თითქმის ვიცით თქვენი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ თქვენი აზრით ვისი პროექტი იყო ის ამერიკის თუ რუსეთის?
თავდაპირველად გარკვეულ ეტაპამდე რათქმაუნდა რუსეთის, ისევე როგორც მისი ბიძა. ბიძამისი თემურ ალასანიას, კგბ-ს გენერალის მიერ მოხდა სააკაშვილის კგბ-ს კონტროლირებად სსრკ სასაზღვრო ძალებში, შემდეგ კიევის ინსტიტუტში მოწყობა. ალასანიამ გაეროს ბირთვული განიარაღების განყოფილებაში რუსეთის კვოტით მუშაობის შემდეგ ამერიკას მიაშურა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. რათქმაუნდა ამერიკელებისთვის საოცნებო იყო რუსეთის ბირთვული ძალების დეტალების ინფორმაციის მსგავსი მცდონის ხელში ჩაგდება და დააფასეს კიდეც. 1995 წელს მათ უკვე იცოდნენ რომ შევარდნაძის მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა.
- მაშ, როგორ მოხდა ისე რომ სააკაშვილი , რომლის ორმაგი აგენტობა არ იქნებოდა რუსეთის შესაბამისი ორგანოების გაუშიფრავი,სწორედ ისე, რომ რუსეთის აქტიურობით მოხდა პრეზიდენტის სავარძელში?
- პირველი არგუმენტი: მოწყინდათ შევარდნაძე. ადამიანი, რომელიც მათთვის პირდაპირ სსრკ-ს ძლევამოსილების გადმონაშთი იყო. მასთან შეხვედრის დროს, ყველა როგორც ამერიკელი, ისე რუსეთის პირველი პირები, მასში ისევ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს ხედავდნენ და გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდნენ. შევარდნაძეს ელცინის მსგავსად ამერიკის სენატში თავცი არ დამუცირებია და არ უყვარია „ ღმერთო დაიფარე ამერიკა“.
გარდა ამისა, რუსებს იდეალური შანსი მიეცათ პირდაპირი გარიგებით ხელში ჩაეგდოთ , გაეფორმებინათ აფხაზეთი. გახსოვთ ალბათ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადება : ” Абхазию меняем за власть “.
ამერიკელებმა სააკაშვილს მისცეს სრული კარტბლანში. გაუპრავეს 100% -ით ყველა დანაშაული, რომლის გახსნას დღემდე ერიდებიან, ჟვანიას მკვლელობის ჩათვლით.
ამერიკელებისთვის” საქართველო” , ტერმინის “ქართველი ხალხი “არ არსებობს. მათთვის უპირველესი იყო და არის ამერიკის ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველა გზით, ნებისმიერი ხერხით, მეთოდით უნდა სრულდებოდეს და ამიტომაც არიან პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟებული, რომ ერთმა უბრალო ქართველმა , სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა ბიძინა ივანიშვილმა წყალში ჩაუყარა მათი ათეული წლების განმავლობაში დაწერილი გეგმა.
- ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უპირატეს დამსახურებად რას მიიჩნევთ?
- თავდაპირველად ამერიკული გეგმით ” რუსეთის შიდა ( შიგნიდან) აფეთქება” საქართველოს და კავკასიისგან შედგებოდა. სააკაშვილი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ქმნიდა საფუძველს რუსეთთან ძალისმიერი დაპირისპირების. მას, როგორც სისხლიანი მასხარის მსგავსად, არწმუნებდნენ, რომ ” თქვენ ოღონდ გაბედეთ, დაიწყეთ საბრძოლო მოქმედებები და მთელი ” დემოკრატიული სამყარო” უმალ თქვენს გვერდით ვიქნებით-ო’.
მეორე ეტაპზე ” დატესტილი” საქართველო უკრაინას უნდა შეერთებოდა ” ბოლო ქართველამდე “ საბრძოლველად.
ამიტომაც, რომ პირდაპირ ამერიკული თავდაცვის ძალების მიერ იქნა სააკაშვილი ბათუმში დასმული. როგორც პრემიერ ღარიბაშვილის რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების დაწყების განცხადების გაკეთების იძულების დეტალების მსგავსად, ნამუსს ურეცხენ ამერიკელებს და დეტალებს ბოლომდე არც ამას ამბობენ.
სწორედ, რომ ბიძინა ივანიშვილის გამჭრიახი პოლიტიკის გამო ვერ აღასრულეს ბინძური გეგმა საქართველოს საბოლოო განადგურების. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ამერიკული ინტერესების დაცვას ეწირება საქართველოს არმიის ოდენობის ტოლი უკრაინელი ჯარისკაცი.
ბიძინა ივანიშვილის დამსახურება საქართველოს, ქართველი გენის, ჩვენი მომავლის გადარჩენაა. დღევანდელი პოლიტკურად ბეცი ადამიანების განსხვავებით, მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვის ფასს შთამომავლები უკეთ და სათანადოდ შეაფასებენ .
მადლობა საინტერესო ფაქტების და ინტერვიუსათვის.
ჟურნალისტი მარიამ ქავთარაძე