ილია უნი-ში, რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველას ერთად მოუყრია თავი

ანალიტიკოსი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოზარ სუბარის განცხადებას პროფესორ ზაზა მეიშვილის ილია უნის სამართლის პროფესორობის შესახებ ეხმაურება და წერს, რომ რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველას ერთად მოუყრია თავი და ილია უნი ის ადგილია, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ყველა ავაზაკია თავმოყრილი.
- ადრე იტყოდნენ: “რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველას მაქ მოუყრია თავიო”. ზუსტად ადეკვატური და ზედგამოჭრილია დღევანდელი ილიაუნისთვის, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ყველა ავაზაკია თავმოყრილი.
- ერთია ძალზედ საწუხარი. სახელდობრ რატომ უნდა ატარებდეს ეს სასწავლო დაწესებულება იმ კაცის სახელს, რომლის ფიქრი და მოღვაწეობა დღენიადაგ დასტრიალებდა თავს სამშობლოს აყვავებას ანუ “მამულს, ენას, სარწმუნოებას”. ამათი ნამოქმედარი კი პირიქით. ყოველწამიერად მამულის – დაქცევას, ენის – უარყოფას, სარწმუნოების – გაბაიბურება, წარწყმედისაკენ არის მიმართული, – წერს გვენეტაძე.
