არ შეგვეშინდეს, არ გაჩერდეს ქვეყნის სიამაყის გრძნობის ზესვლა

იმდენად პრიმიტიული გახდა არა მხოლოდ ქართული, საერთოდ მსოფლიო პოლიტიკა, რომ ამას ზოგადად “პოლიტიკა” არ ქვია. ეს პირდაპირი მნიშვნელობვით უკვე მსოფლიო გლობალური სავაჭრო ორგანიზაციაა.
სამწუხაროდ ვაჭრობენ ერების, ხალხების ბედით- უკრაინაში, სირიაში, წლებია უკვე ცდილობენ საქართველოშიც..
დილით ერთ გადაწყვეტილელებს იღებენ, საღამოს რადიკალურად ცვლიან მას, პოლიტიკური მოტივაციით სანქციებს უწესებებნ ერთმანეთს – მეორე დღეს სავაჭრო არგუმენტაციით აუქმებენ, ტერორისტად ნათლავენ, მის შეპყრობაზე მილიონობით დოლარს აწესებენ, წლების შემდეგ კი „დემოკრატიის შუქურად“ ნათლავენ და მის ქვეყენას სანქციებს უუქმებენ…
ევროპის ქვეყნების სათავეში (იშვიათი გამონაკლისით, რომლებსაც პრო-რუსულად ნათლავენ, ისევე როგორც ყველა არამართვად ქვეყანას საქართველოს ჩათვლით ), დასმული მართვადი თოჯინებით ერთადერთი მოტივით -დაასუსტონ რუსეთი, ხელში ჩაიგდონ მისი სასარგებლო წიაღისეული, რითაც ირიბად ებრძვიან თავად ევროპის ინტერესებს.
ნაცადი ამერიკული ტაქტიკაა, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დროიდან- ციტატა მისი ინტერვიუდან:
- „თუ დავინახავთ, რომ გერმანია ომს იგებს, რუსეთს უნდა დავეხმაროთ, თუ რუსეთი იგებს, გერმანიას უნდა დავეხმაროთ და რაც შეიძლება მეტი ერთმანეთი დახოცონ“.
ასეთი იყო და არის მათი პოლიტიკა. 1930-იან წლებში , ვიდრე 1941 წლის დეკემბრამდე აშშ-მა მიიღო ნეიტრალიტეტის კანონები, რომლებიც კრძალავდა იარაღისა და სამხედრო მასალების მიწოდებას ომში მონაწილე ქვეყნებისთვის.
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოახერხა ნეიტრალიტეტის აქტების ნაწილობრივი შერბილება, რამაც საშუალება მისცა მოკავშირეებს (მაგ., დიდ ბრიტანეთს) იარაღის შეძენა „ფულით და გადაზიდვით“ (cash-and-carry) პრინციპით, მაგრამ ეს არ გულისხმობდა პირდაპირ ჩარევას რუსეთ-გერმანიის კონფლიქტში.
დღესაც სწორედ მსგავსი, სახეშეცვლილი ვითარებაა. ასუსტებენ რუსული ბუნებრივი რესურსების- გაზის , ნავთობის გარეშე ევროპას, იხურება ათეულობით ქარხნები , მაგალითად გერმანიაში რუსული ბუნებრივი აირის გარეშე მრავალი ავტომობილის მწარმოებელი გერმანული ქარხანა, თავად ამერიკელები კი ხელთ იგდებენ მთელ უკრაინულ ბუნებრივ სიმდიდრეს, ათმაგ ფასად გემებით აწვდიან ამერიკულ ბუნებრივ აირს, თავად რუსეთისგან ყიდულობენ გაათმაგებულ ტონობით რაოდენობის სასუსქებს…
ამ მაზოხისტურ ვითარებაში რა აქვს საქართველოს გასაყიდი, რომ ყურადსაღები, მნიშვნელოვანი გახდეს მსოფლიოს სამი ძირითადი ვეშაპისათვის, აშშ, რუსეთის და ჩინეთისთვის?
აშშ-ს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სათამაშო იარაღად ქცევას წვალობენ და ხელისუფლების გადატრიალების აგერ ოთხი მცდელობის შემდეგაც არ გამოდის. რუსეთს რაც სურს სამხრეთ კავკაშიაში სტრატეგიული ობიექტები- ცხინვალსა და სოხუმის მართვად რეგიონებში ისედაც აქვს, ჩინეთი , ისევე როგორც თურქეთი, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ჯერ-ჯერობით ღიად და აგრესიულად არ ერევა კავკასიის რეგიონში..
თუ , ვინეს ჰქგონია რომ რუსეთი უკრაინაში საკუთარი ეროვნული ინეტერესების დასაცავად მილიონებით მსხვერპლის შემდეგ საქართველოში ამერიკას გააპარპაშებს, ის სამკურნალოა, ისვე როგორც საქართველოში მართვადი ე.წ.ოპოზიციის ჯგუფური დელუზიური აშლილობა, ხალხურად- ტრაკის თამაში და ყოველდღიური რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა, ასევე შიზოფრენიის გამოვლენებაა.
დღეს, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველოში მანიაკ საააკშვილის ფარულად შემოყვანილ სპეცოპერაციაში აშშ არ ერევა?!
მსოფლიოში 100%-ით დამოუკიდებელი სახელმწიფოები თითზე ჩამოსათვლელია. საკუთარი სუსლელური, თვითდამაზიანებელი სანქციებით ასეთად იძულებით აქციეს რუსეთიც!
რაც შეეხება საქართველოს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღევანდელი ხარისხი. არა მხოლოდ 1921 წელს, ალბათ თამარის და აღმაშენებლის ეპოქიდან არ ახსოვს. ეს არც კობახიძის და არც მომავალი პრემიერის დამსახურებაა. ქვეყნის ხმამაღალი , თამამი განცხადებების კეთება, ღირსების დაბრუნება ერთადერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის ფაშიზმისგან გასათავისუფლებლად, მხოლოდ ამ მიღწევის გამო დიდი ასოებით ჩაეწერება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
სათანადო დაფასებას, მადლობას დღეს თუ არა, მჯერა რომ მას შთამომავლობა ეტყვის, მთავარია არ შეგვეშინდეს, არ გაჩერდეს სიამაყის გრძნობის ზესვლა და ყური არ ვუგდოთ აშშ-სა თუ ევროპელი ჩინოვნიკების წკმუტუნისათვის.