ბიჭები ღირსეულად იცავენ ქვეყნას მოყვარედ მოსული მტრისგან!

სახელმწიფოებრივად აზროვნება , არის ის თვისება , რაც დღეს ქვეყნას ,როგორც არასდროს ისე სჭირდება.
თუ დაფიქრებულხართ, საკუთარზე, პირადულზე წინ ქვეყნის ინტერესებს რომ აყენებს, რანდენს იცნობთ ასეთს ქართულ პოლიტიკაში?!
არ იწვალოთ ფიქრით. მე გეტყვით- ერთეულებს.
უპირველესი მათ შირის ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საკუთარი, ოჯახის უსაფრთხოება, დღევანდელ დღემდე ფინანსური კეთილდღეობა და ბოლოს ყველაზე ძვირფასი -სიცოცხლე დადო სასწორზე, როგორმე მოეშორებინა დირბლიანი ურჩხული ქვეყანას , რომელსაც ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, რომ ვერანაირი ძალა, გარდა თავდადებული, საკუთარ ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანისა, ძვრას ვერ უზამდა.
ამ 12 წლის მანძილზე სიხარბის, მომხეჭველობის , პირველ კაცობის ქცევის სურვილით შეპყრობილმა , პოლიტიკური სანაგვიდან ამოღებულმა ბევრმა მისგან დაბანილ- დავარცხნილმა, ჩაცმულმა და კაცად ქცეულმა უღალატა.
პრემიერებიდან დაწყებული დრო იხელთეს, აქა და “ბიძინა კაპიკებს არ დაგვითვლის”-ო და ხაპეს და ხაპეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერებიდან…
სულგანათლებული ნოდარ დუმბაძის ლიმონას არ იყოს ” სახელმწიფო მაგათ მეწველი ძროხა ეგონათ” , სუს-თანაც მოაგვარეს და “მელიციასთანაც” და იყო ყველა კმაყოფილი და გასუსული.
არ იფიქროს ვინმეს რამე შერჩება. არც ცოლის ნათესავებზე, სიმამრებზე გაფორმებული დარჩება შეუმჩნეველი.
მარცხნივ მათი წლიური დეკლარაცია დაიდება, მარჯვნივ – წესიერი კაცის ოხანაშვილის უტყუარი უსტარი, მათ მიერ მოხვეჭილი ქონების.
ძალიან მალე მოუწევთ დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაბრუნება.
ასე იქნება ეს. მიუხედავად სულით ხარბი კაცების , ნელ-ნელა დაილექა, შედგა, შედუღაბდა გუნდი, რომელიც დარწმუნდებით შეიძლება ითქვას, რომ პატიოსანი და რაც მთავარია ყველაფერს იღონებს რათა არ გადაყროს ქვეყანა იმ უბედურებას, რომელსაც დღემდე გამალებით ცდილობენ ჩვენი ” ევროპული მეგობრები”.
მამუკა მდინარაძე, მომავალი პრემიერი გაწონასწორებული, პრინციპული, სამართლიანი ადამიანი შალვა პაპუაშვილი, რომლებიც ითმენენ ზღვარგადასულ ქვეყნის შიდა თუ გარე შეურაცხყოფას, სანქციებს, მათს თუ მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ წესად ქცეულ ფსიქოლოგიურ ტერორს, თუმც უკან არ იხევენ და ღირსეულ პასუხს სცემენ ქვეყნის მტრებს.
მადლობა ბიჭებო თმენისთვის,მადლობა ქვეყნის ღირსების, დამოუკიდებლობის დაცვისთვის მოყვარედ მოსული მტრისგან.
მჯერა,რომ ქვეყანას უსაფრთხოდ გაიყვანთ სამშვიდობოზე.
პატივისცემით
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.